GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია
member image

დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი

ნანუკა ყრუაშვილი

ელ.ფოსტა

nkruashvili@gyla.ge

რეგიონი

თბილისი

ნანუკა ყრუაშვილი არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი და ეწევა აკადემიურ საქმიანობას ოქსფორდის უნივერსიტეტის აკადემიურ გამომცემლობაში საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალის საკითხებზე. 


გარდა ამისა, ის გახლავთ მოწვეული ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტში საერთაშორისო საჯარო სამართლის სალექციო კურსზე. 


ნანუკას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიისგან მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი (Magna Cum Laude, 2019-2020) გარდამავალი მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის დისციპლინაში. 


ასევე ფლობს საერთაშორისო სამართლის მაგისტრის (Summa Cum Laude, 2017-2019) და ბაკალავრის (Summa Cum Laude, 2012-2017) ხარისხს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან.


მან 2022 წელს წარმატებით დაასრულა ინტენსიური კურსი რიგის უმაღლეს სამართლის სკოლაში ევროკავშირის სამართლისა და ეკონომიკის მიმართულებით.


ნანუკა 2015-2016 წლებში გაცვლითი პროგრამებით სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი) სამართლის ფაკულტეტზე და ემპორიის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ა.შ.შ, ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის Global Undergraduate Exchange Program-ის კურსდამთავრებული).


ნანუკა აქტიურად მონაწილეობს გარდამავალი მართლმსაჯულების, საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებების სფეროში ჩატარებულ სხვადასხვა აკადემიურ პროგრამებსა და პროექტში. ის ასევე არის სხვადასხვა სამართლის და აკადემიური ასოციაციების წევრი, რომელთა მიზანია იურიდიული პრაქტიკის და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა. 


2024 წლის იანვრიდან დღემდე ნანუკა არის აშშ მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს კურსდამთავრებულთა ასოციაციის თავმჯდომარე. 


ის 2016 წლიდან ჩართულია საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესებში, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე - მონაწილის, გუნდის მწვრთნელის და მოსამართლის სტატუსით. 


ნანუკა არის ათობით სტატიის და კვლევის ავტორი საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო სისხლის და ჰუმანიტარული სამართლის და გარდამავალი მართლმსაჯულების სფეროებში

უკან დაბრუნება