GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია
member image

არჩევნების ლოგისტიკის კოორდინატორი

გიორგი აბულაძე

ელ.ფოსტა

gabuladze@gyla.ge

რეგიონი

თბილისი

გიორგი აბულაძე საიას გუნდს შემოუერთდა 2024 წლის აპრილში, არჩევნების ლოჯისტიკის კოორდინატორის პოზიციაზე, 2025 წლის მაისიდან კი საიას გამგეობის წევრია.


პროფესიით იურისტი და მედიატორი ფლობს თსუ სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს და სწავლას აგრძელებს ამავე უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (MSWc).


იგი არის ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის გადამზადების კურსის სერტიფიკატის ფლობელი; ადამიანის უფლებათა სწავლების სერტიფიცირებული ტრენერი (CoE); კერძო და სასამართლო მედიაციის, ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აკრედიტებული მედიატორი. გიორგი არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი.


გიორგი 2019 წლიდან მუშაობს ტრენერად. 2020-2022 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გრძელვადიან საარჩევნო მონიტორად ქვემო ქართლსა და თბილისში; 2022-24 წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატში; 2024 წელს (მარტი-ივნისი) - ადამიანის უფლებათა ცენტრის ადამიანის უფლებების იურისტი/ანალიტიკოსი. 2022-2024 წლებში იყო საიას სარევიზიო კომისიის წევრი.

უკან დაბრუნება