GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

ვაკანსიები

ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით ანალიტიკოსი

"საია" აცხადებს კონკურსს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამაში ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით ანალიტიკოსის პოზიციაზე

საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის მიზანია, ქვეყანაში ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის მისაღწევად სისტემური ცვლილების ადვოკატირება და დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების ხელშეწყობა. პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ადგილობრივი თვითმმართველობა, რომლის ფარგლებშიც საიამ 2023 წლის ივნისის თვეში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით დაიწყო პროექტი "საკრებულოების საზედამხედველო შესაძლებლობების გაძლიერება". პროექტი ითვალისწინებს დასავლეთ საქართველოს შვიდ მუნიციპალიტეტში (ბათუმი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ზუგდიდი, მესტია, ტყიბული და ლენტეხი) საკრებულოს საკანონმდებლო ჩარჩოს და პრაქტიკის გაუმჯობესებას ზედამხედველობის მიმართულებით.

ანალიტიკოსი პასუხისმგებელი იქნება შეადგინოს ანალიტიკური დოკუმენტები, მონიტორინგი გაუწიოს კომისიებისა და საკრებულოს სხდომებს ზედამხედველობის მექანიზმების გამოყენებასთან დაკავშირებით და ჩაერთოს პროექტით გათვალისწინებულ სხვა აქტივობებში.

პოზიციის დასახელება - ანალიტიკოსი
სამუშაო განაკვეთი - სრული (10:00-18:00 ან 09:00-17:00, მოიცავს 1-საათიან შესვენებას)
სამუშაოს დაწყების დრო - 2023 წლის 1 ოქტომბერი
სამუშაო ადგილი - თბილისი.
გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე.
ანაზღაურება - 1500 ლარი (დარიცხული)

ორგანიზაციული ბენეფიტები:

** თანამშრომლის საპენსიო შენატანის 2%-ის ანაზღაურება;
** 4-საათიანი სამუშაო დღე პარასკევობით;
** კონკრეტულ დღეებში, შეთანხმებით, დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა.

ძირითადი ფუნქციები:

** პროექტის ფარგლებში ანალიტიკური დოკუმენტების და განცხადებების მომზადება პროექტის კოორდინატორის ზედამხედველობით;
** სამიზნე მუნიციპალიტეტების საკრებულოსა და კომისიის სხდომების მონიტორინგი და მონიტორინგის ანგარიშის შემუშავება არსებული მეთოდოლოგიის შესაბამისად;
** საიას სახელით პროექტით გათვალისწინებულ შეხვედრებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა;
** მჭიდრო თანამშრომლობა პროექტის გუნდთან და ორგანიზაციის შიგნით მომიჯნავე საკითხებზე მომუშავე თანამშრომლებთან;
** კომუნიკაცია სამიზნე მუნიციპალიტეტებში საკრებულოს წევრებთან, საკრებულოს აპარატისა და მერიის თანამშრომლებთან;
** სამიზნე მუნიციპალიტეტებში ვიზიტი;
** მიუკერძოებლობისა და აპარტიულობის შენარჩუნება მონიტორინგის შედეგების ასახვის დროს;
** მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
** პროექტის კოორდინატორისა და პროგრამის დირექტორისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება გაწეული საქმიანობის შესახებ;
** პროექტის კოორდინატორისა და პროგრამის დირექტორის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების ცოდნა და ინტერესი;
** ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში;
** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (წერითი და საკომუნიკაციო უნარები, B2 დონე);
** გამართული წერა და მეტყველება ქართულ ენაზე.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
** კრიტიკული ანალიზის, პრობლემების პროაქტიულად გამოვლენის და ოპერატიულად კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში ორგანიზებული მუშაობა.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

** რეზიუმე (CV, სასურველია europass ფორმატში);
** სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე შესრულებული);
** ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
** აპლიკანტის მიერ წარსულში მომზადებული წერილობითი ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც საუკეთესოდ გამოავლენს კანდიდატის უნარ-ჩვევებს (სასურველია ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე).

ეტაპები:

** პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
** მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია უფლებას იტოვებს დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე.

შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს ხელშეკრულებას გამოსაცდელი ვადით, 3 თვით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, შეფასდება გაწეული საქმიანობა და ამის მიხედვით გაგრძელდება თანამშრომლობა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ ელფოსტის მისამართზე - vacancy@gyla.ge, subject: საარჩევნო ანალიტიკოსი.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

გთხოვთ, წერილის საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

ელექტრონული განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა 2023 წლის 25 სექტემბერი, 23:59.

საკონტაქტო პირი ვაკანსიასთან დაკავშირებულ შინაარსობრივ საკითხებზე: სალომე საღარაძე, s.sagaradze@gyla.ge

გააზიარე:

უკან დაბრუნება