GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

ვაკანსიები

საპარლამენტო პროცესების მონიტორი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს საპარლამენტო პროცესების მონიტორის პოზიციაზე.

პროექტი - "ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა კვლევების, ადვოკატირებისა და ინკლუზიური დიალოგის გზით"
პროექტის მიზანია: კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, ასევე საპარლამენტო და უსაფრთხოების სექტორში ადვოკატირების კამპანიის გზით, უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების დახვეწისა და გაძლიერების ხელშეწყობა.

მონიტორის ვალდებულებებია:

** დაესწროს საპარლამენტო განხილვებს (საკომიტეტო განხილვები და პარლამენტის სხდომები);
** შეისწავლოს საპარლამენტოს განხილვების ოქმები და სტენოგრამები;
** მოამზადოს საპარლამენტო განხილვების შეჯამების ანალიტიკური დოკუმენტები.

პირობები:

** შერჩეულ მონიტორთან, რომელთანაც გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება 1 წლის ვადით;
** ორგანიზაციის მიერ წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით, მონიტორმა უნდა წარმოადგინოს შუალედური ანგარიშები და მონიტორინგის შესახებ აცნობოს პროექტის უშუალო ხელმძღვანელს;
** მაქსიმალური ჰონორარი: 825 ლარი;
** გადაწყვეტილება მიღებული იქნება მომსახურების ფასის, შესრულების ვადებისა და მონიტორის გამოცდილების გათვალისწინებით;
** განაცხადის წარმომდგენი უნდა იყოს სამართლის ბაკალავრი ან მე-3 კურსის სტუდენტი;
** ვაკანსია გულისხმობს ნახევარ განაკვეთს და შეთავსებადია სხვა სამსახურთან;
** კონკურსის პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა, ხოლო მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულ მისამართზე vacancy@gyla.ge2023 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს CV. subject: საპარლამენტო მონიტორი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოგვწეროთ ფოსტაზე s.sagaradze@gyla.ge და გთხოვთ, წერილის საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. საიას პარტნიორია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და CRRC საქართველო.

გააზიარე:

უკან დაბრუნება