GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

ვაკანსიები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამაში პროექტის ასისტენტის პოზიციაზე

პროექტის ასისტენტი იმუშავებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამაში სისხლის სამართლის მიმართულებით 

ჩვენი გუნდი და მიზანი 

საიას ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის სისხლის სამართლის ანალიტიკოსები ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან ქვეყანაში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი, როგორც ობიექტური დამკვირვებლის, მიზანია, ხმა ავიმაღლოთ და  საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.  რელევანტური რეკომენდაციების გაზიარებით, შესაბამის უწყებებს მოვუწოდოთ სამართლის უზენაესობის პრინციპისა და სისხლის სამართლის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვისკენ.  

ამასთან ამაყი ვართ, რომ საია საქართველოში პირველი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიისა და კითხვარების გამოყენებით აკვირდება სასამართლოში  სისხლის სამართლის სხდომებს.  2011 წლიდან   დღემდე  ორგანიზაციის მონიტორები,  ესწრებოდნენ  სხვადასხვა სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის სხდომებს, გამოვლენილი ტენდენციების ყოველწლიურ ანგარიშებში ასახვით საზოგადოებასა და დაინტერესებულ პირებს ვაწვდით  ინფორმაციას სისხლის სამართლის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე განგრძობადად გამოკვეთილი ტენდენციებთან დაკავშირებით.  ამ დრომდე ორგანიზაციამ მოამზადა  სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის 18 ანგარიში, გამოსცა ორი სპეციალური ანგარიში, რომლებიც პანდემიასთან დაკავშირებულ სისხლის სამართალწარმოებას შეეხებოდა, შეიმუშავა და გამოსცა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სტანდარტების შესახებ ანგარიში, აგრეთვე გამოსცა სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის სახელმძღვანელო.  ჩვენი მიზანია, გამოვლენილი მიგნებებითა და რეკომენდაციით ხელი შევუწყოთ ქვეყანაში არსებული მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებას.  

- პოზიციის დასახელება - პროექტის ასისტენტი. 

- სამუშაო განაკვეთი - სრული (10:00-18:00, მოიცავს 1-საათიან შესვენებას) 

- ხანგრძლივობა: 6 თვე.  

- სამუშაო ადგილი - თბილისი. 

- ანაზღაურება - 1400 ლარი დარიცხული.  

 

ორგანიზაციული ბენეფიტები; 

- გუნდური და კეთილგანწყობილი გარემო; 

- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; 

- 4-საათიანი სამუშაო დღე პარასკეობით; 

 

ძირითადი ფუნქციები: 

- პროექტით განსაზღვრული ვადებულებების შესრულება/შესრულებაში მონაწილეობა; 

- სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგი, საჭიროების გათვალისიწნებით სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლა; 

- სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით საჯარო განცხადებების და  პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა, აგრეთვე საქართველოს პარლამენტში სისხლის სამართლის მიმართულებით ინიცირებული კანონპროექტების გაცნობა, ალტერნატიული მოსაზრებების გამოქვეყნების პროცესში მონაწილეობა; 

- ორგანიზაციის სახელით რელევანტურ შეხვედრებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა; 

- პროექტის ეფექტიანად განხორციელებასთან დაკავშირებული შეხვედრების, პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა; 

- სისხლის სამართლის მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულს საკითხებზე საიას ადამიანის უფლებათა პროგრამის დირექტორისა და სისხლის სამართლის მიმართულების ანალიტიკოსების სხვა დავალებების შესრულება; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

 
- იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული; 

- იურიდიული ფაკულტეტის  მაგისტრატურის ან  დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. 

- საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის, ადამიანის უფლებების, აღნიშნულ სფეროებში არსებული საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა. 

 

უნარ-ჩვევები: 

- გამართული წერა და მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე; 

- ძლიერი ანალიტიკური უნარები;  

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 

- ინდივიდუალიზმი; 

- გუნდურად მუშაობის უნარი; 

- განსხვავებული ადამიანების, აზრების, შეხედულებების მიმღებლობა; 

- ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიული პრინციპების უგულვებელყოფის მიმართ მაღალი მგრძნობელობა; 

- კონტექსტის აღქმის, კრიტიკული ანალიზის, პრობლემების პროაქტიულად გამოვლენის და ოპერატიულად კომუნიკაციის უნარი; 

 

წარმოსადგენი დოკუმენტები: 

  1. რეზიუმე( CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე.  2.

  2. სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 300 სიტყვა). 

  3. ანალიტიკური სტატიები, ნაშრომები, ანგარიშები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

კონკურსის ეტაპები: 


1. პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტებისა და სამოტივაციო წერილის მიხედვით კანდიდატების შერჩევა. 

2. მეორე  ეტაპზე გადასულ კანდიდატები შეასრულებენ წერით დავალებას (წერითი დავალების თარიღი - 15.08.2024) 

3. მესამე ეტაზე გადასულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება (გასაუბრების თარიღი 19.08.2024) 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: anitabidze@gyla.ge 

დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ: pchapichadze@gyla.ge  

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება! 

სათაურის ველში მიუთითეთ: პროექტის ასისტენტი.   

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 13 აგვისტო.  

გააზიარე:

უკან დაბრუნება

სააპლიკაციო ფორმა

განათლება

სამუშაო გამოცდილბა

ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა

სამოტივაციო წერილი

ჩაწერეთ თუ ფლობთ უცხო ენებს და რომელს