ვაკანსიები
საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1994 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა, სამართლის უზენაესობა მხარდაჭერა და სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესების გზით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადმინისტრაციის მიზანია, უზრუნველყოს ორგანიზაციის გამართული ფუნქციონირება, პროგრამებისა და პროექტების ფინანსური და ადმინისტრაციული მომსახურება.
ადმინისტრაციული დირექტორის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზაციის პროგრამულ საქმიანობათა ადმინისტრაციული მხარდაჭერის და ორგანიზაციული განვითარების ღონისძიებების უზრუნველყოფა. ასევე, ორგანიზაციის მდგარად განვითარებაზე ზრუნვა ინსტიტუციური და ადამიანური კაპიტალის მიმართულებით.
პოზიციის დასახელება - ადმინისტრაციული დირექტორი
სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაო განაკვეთი - სრული
გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე.
ხელშეკრულების ვადა - 3 წელი
ანაზღაურება განისაზღვრება 3000 – 3500 ლარის ფარგლებში, კანდიდატის გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შესაძლებელია ანაზღაურების გაზრდა.
ჩვენ გთავაზობთ:
მეგობრულ სამუშაო გარემოს;
საპენსიო ფონდის 2%-ის ანაზღაურებას;
ყოველი კვირის პარასკევს 4 საათიან სამუშაო დღეს;
კვირაში ერთი დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას.
ადმინისტრაციული დირექტორის ძირითადი ფუნქციები:
- უზრუნველყოფს ადმინისტრაციაში შემავალი პერსონალის მართვას და მათ ეფექტურ მუშაობას;
- უზრუნველყოფს ორგანიზაციის ფინანსური მართვის, ადამიანური რესურსების მართვის, გრანტების მართვის, IT უსაფრთხოების, შესყიდვების სისტემის, პროგრამული საქმიანობის ლოგისტიკური და სამეურნეო მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას;
- ადგენს წლიურ ბიუჯეტს და წარადგენს დირექტორთა საბჭოზე; ამზადებს და წარადგენს წლიური ბიუჯეტის პროექტს, ერთიან პროგრესს და ფინანსურ ანგარიშს დირექტორთა საბჭოზე;
- დამტკიცებული წესის მიხედვით, განსაზღვრული თანხის ფარგლებში ახორციელებს ორგანიზაციულ შესყიდვებს;
- შეიმუშავებს, ნერგავს და ანვითარებს ადმინისტრაციული პროცედურების დოკუმენტაციის სისტემას;
- ადამიანური რესურსების მენეჯერთან თანამშრომლობით შეიმუშავებს სახელფასო პოლიტიკისა და ბადის პროექტს, შინაგანაწესს და წარადგენს განსახილველად
დირექტორთა საბჭოზე;
- შეიმუშავებს და დირექტორთა საბჭოზე წარადგენს წევრებთან ურთიერთობის პოლიტიკასა და პროცედურებს;
- პერიოდულად ანვითარებს ადმინისტრაციაში შემუშავებულ წესებს, პროცესებს და პროცედურებს, წარადგენს ახალ პროექტებს დირექტორთა საბჭოზე;
- შეიმუშავებს აღრიცხვის, ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებს და სტანდარტებს. ახორციელებს პროცესების, სტანდარტების დანერგვას, განვითარებას და შესრულების მონიტორინგს;
- კომპეტენციის ფარგლებში ღებულობს სათანადო გადაწყვეტილებებს, უზრუნველყოფს დროულ რეაგირებას შემოსულ საკითხებზე/დოკუმენტებზე, საჭიროებისამებრ მუშაობს კოორდინირებულად სხვა დირექტორებთან და თავმჯდომარესთან, რეგიონული ოფისების ხელმძღვანელებთან.
- აანალიზებს ადმინისტრაციის შედეგებს და წარადგენს სათანადო ანგარიშებს;
- მოთხოვნისამებრ უზრუნველყოფს სხვა შესაბამის ანგარიშგებას უშუალო უფროსთან, დირექტორთა საბჭოსთან და სხვა ორგანოსთან;
- ასრულებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. დამატებითი მოთხოვნები შესაძლებელია განისაზღვროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებით.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- უმაღლესი განათლება, მინიმუმ მაგისტრის ხარისხი, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების დარგში;
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციის (ადმინისტრირების), მათ შორის ფინანსური მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი გუნდის მართვის გამოცდილება;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები
- სტრატეგიული აზროვნების უნარი
- პერსონალის მართვის უნარი (პერსონალის შერჩევა, საქმის დაგეგმარება, შეფასება, მოტივაცია, საქმის დელეგირება);
- პერსონალის განვითარების უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- კომუნიკაციის უნარი ( ზეპირი და წერითი კომუნიკაცია)
- ანალიტიკური აზროვნება
- საქმის დაგეგმარების, ორგანიზების და დროის მართვის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- პრობლემის გადაჭრის უნარი
- გუნდში მუშაობის უნარი
- სტრესის მართვის უნარი
წარმოსადგენი დოკუმენტები:
· რეზიუმე (CV);
· სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე შესრულებული);
· მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
კონკურსის ეტაპები
· პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
· მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;
· შერჩეული კანდიდატი დასამტკიცებლად წარედგინება საიას გამგეობას.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ ელ. ფოსტის მისამართზე - anitabidze@gyla.ge,
გთხოვთ, წერილის საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 ოქტომბერი, 18:00 საათი.
გააზიარე: