GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

შედეგები

result img

საიას სასამართლო მონიტორინგი: 18 - 22 მაისის სასამართლო პროცესების განრიგი

18 მაისი, 2026

საია აქვეყნებს ინფორმაციას 2026 წლის 18 - 22 მაისის კვირაში სასამართლო სხდომების შესახებ:




1. ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

მოსამართლე: რომეო ტყეშელაშვილი.

თარიღი: 18 მაისი, 11:00.




2. თამარ ლორთქიფანიძე

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 126.1. - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია; მუხლი 353 პრიმა. 1. - პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

მოსამართლე: რომეო ტყეშელაშვილი.

თარიღი: 18 მაისი, 11:00.




3. აბო ნავერიანი, ვახტანგ ფიცხელაური, გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, ნანა სანდერ, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ავთანდილ სურმანიძე, ანტონ უპერ და თემურ ქურციკიძე

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი.

თარიღი: 19 მაისი, 12:00.




4. ალექსანდრე ელისაშვილი

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-323.1 - ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა.

მოსამართლე: გიორგი გელაშვილი,

თარიღი: 19 მაისი, 13:00.




5. ნიკოლოზ კაცია

გამართლებულია: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა. - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა.

მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი, გიორგი კერატიშვილი, ბესიკ ბუგიანიშვილი.

თარიღი: 19 მაისი, 16:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).




6. სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

მოსამართლე: თამარ მახარობლიძე.

თარიღი: 20 მაისი, 11:00.



7. მურთაზ ზოდელავა და ლევან ხაბეიშვილი

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 317 - მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ; მუხლი 339.2. - ქრთამის მიცემა ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად; მუხლი 364.1. - სამართალწარმოების განხორციელებისთვის, გამოძიებისთვის ან დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლა.

მოსამართლე: ირაკლი ხუსკივაძე.

თარიღი: 20 მაისი, 13:30.




8. ალექსანდრე ელისაშვილი

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-323.1 - ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა.

მოსამართლე: გიორგი გელაშვილი,

თარიღი: 21 მაისი, 13:00.




9. დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კოსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრი თირქია

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

მოსამართლე: გიორგი გელაშვილი.

თარიღი: 22 მაისი, 11:00.




10. გიორგი გახარია

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 25-117.3.მ. - ორი ან ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება.

მოსამართლე: დემეტრე ჯინჯოლია.

თარიღი: 22 მაისი, 16:00.




პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.