შედეგები

საიას სასამართლო მონიტორინგი: 16 - 20 მარტის სასამართლო პროცესების განრიგი
15 მარტი, 2026საია აქვეყნებს ინფორმაციას 2026 წლის 16 - 20 მარტის კვირაში სასამართლო სხდომების შესახებ:
1. ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
მოსამართლე: რომეო ტყეშელაშვილი.
თარიღი: 16 მარტი, 11:00.
2. ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თორნიკე გოშაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხვია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე და ინსაფ ალიევი
მსჯავრდებულია: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 226 - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა.
მოსამართლე: პაატა სილაგაძე.
თარიღი: 16 მარტი, 12:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
3. აბო ნავერიანი, ვახტანგ ფიცხელაური, გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, ნანა სანდერ, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ავთანდილ სურმანიძე, ანტონ უპერ და თემურ ქურციკიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი.
თარიღი: 17 მარტი, 12:00
4. სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
მოსამართლე: თამარ მახარობლიძე.
თარიღი: 18 მარტი, 11:00.
5. ანტონ ჩეჩინი, სერგეი კუხარჩუკი და არტემ გრიბული
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 378 სეკუნდა.2. - პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიერ აკრძალული საგნით სარგებლობა.
მოსამართლე: ნატო ხუჯაძე.
თარიღი: 18 მარტი, 12:00.
6. ალექსანდრე ელისაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-323.1 - ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა.
მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი.
თარიღი: 18 მარტი, 14:00.
7. თამარ ლორთქიფანიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 126.1. - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია; მუხლი 353 პრიმა. 1. - პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე: რომეო ტყეშელაშვილი.
თარიღი: 19 მარტი, 12:00.
8. პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, ირაკლი შაიშმელაშვილი და გური ჟვანია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.1. - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა; მუხლი 317 - მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
მოსამართლე: ირაკლი ხუსკივაძე.
თარიღი: 19 მარტი, 14:00.
9. თევდორე აბრამოვი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა. - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა.
მოსამართლე: გიორგი კერატიშვილი, ბესიკ ბუგიანიშვილი, ნინო ჩახნაშვილი.
თარიღი: 19 მარტი, 14:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
10. საბა ჯიქია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1. - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე: გიორგი კერატიშვილი.
თარიღი: 19 მარტი, 15:00.
11. თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 126.1 პრიმა.ბ. - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე.
თარიღი: 20 მარტი, 11:30.
12. ანასტასიია ზინოვკინა და არტემ გრიბული
მსჯავრდებულია: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა. და ბ. - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, შეძენა, შენახვა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
მოსამართლე: თეა ლეონიძე, გიორგი კერატიშვილი, პაატა სილაგაძე.
თარიღი: 20 მარტი, 12:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.
გააზიარე: