დღეს, 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა უკვე დასრულდა. სხდომის დაწყებამდე 20 წუთით ადრე შეიცვალა სასამართლო სხდომის დარბაზი და პროცესი მცირე დარბაზში (11 დარბაზი) გადავიდა.
მსურველების დიდ ნაწილს, მათ შორის, მედიის და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ სასამართლო პროცესს, სასამართლო სხდომას ვერ დაესწრო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენლებიც.
სასამართლოს მხრიდან პროცესის ამგვარი ორგანიზება, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე სხდომა პატარა დარბაზში ჩატარდა, არღვევს საჯარო განხილვის პრინციპს, რომელიც სამართლიანი სასამართლო განხილვის შემადგენელი ნაწილია. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სასამართლოს ამ საკითხის აღმოფხვრის გონივრული შესაძლებლობა ჰქონდა, სხდომის დაწყების მომენტისთვის თავისუფალი იყო სასამართლოში არსებული ორი ყველაზე დიდი დარბაზი (პირველი და მეორე დარბაზები).
ფოტო: ტაბულა
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო