GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

19 თებერვალი, 202516:38

თემურ ქათამაძე 34-ე დღეა შიმშილობს. 16 იანვრიდან, ის იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების ცენტრში და ამ დღიდან უარს ამბობს ყოველგვარი საკვების მიღებაზე და იღებს მხოლოდ წყალს.


შიმშილობის ამ ვადის მიუხედავად, ის მხოლოდ ერთხელ, 2025 წლის 15 თებერვალს გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, გამოკვლევებისა და გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით. თემურ ქათამაძე მიიჩნევდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით იგი საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას, თუმცა, ამ მოთხოვნაზე მას უარი ეთქვა და იმავე დღეს დააბრუნეს დროებითი მოთავსების ცენტრში. პროტესტის ნიშნად, 15 თებერვლიდან, შიმშილობის პარალელურად, თემური უარს ამბობს გამოკვლევების ჩატარებაზე დროებითი მოთავსების ცენტრშიც.


ამ დროისთვის, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება 2025 წლის 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოში დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან მისთვის განხორციელებულ ძალადობასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით. თემურ ქათამაძე განაგრძობს ბრძოლას მისი უფლებების დასაცავად.


გაფფარის წერილი (1).pdf

სხვა სიახლეები