სიახლეები
დასრულდა საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი - წერითი გამოცდა.
სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 16 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომლებმაც წერით ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 7.5 ქულა. ხოლო სისხლის სამართლის მიმართულებით მაქსიმალური მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 8 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომლებმაც წერით ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 5 ქულა.
კონკურსის შემდეგი ეტაპია გასაუბრება - გასაუბრება გაიმართება პირისპირ რეჟიმში, საიას ცენტრალურ ოფისში (მის: ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. N15) სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - 25 დეკემბერს, ხოლო სისხლის სამართლის მიმართულებით - 26 დეკემბერს. გასაუბრების ეტაპზე გადასულ მონაწილეთა ვინაობა და გასაუბრების კონკრეტული დრო იხილეთ თანდართულ ფაილში.
წერითი დავალების შეფასების გასაგებად იმ მონაწილეებს, რომლებიც ვერ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, შეუძლიათ მოგვწერონ მეილზე: achkoidze@gyla.ge, ხოლო შემდეგ ეტაპზე გადასულ პირებს შეუძლიათ გასაუბრების დროს მიიღონ აღნიშნული ინფორმაცია.
კონკურსანტებს, რომლებიც ვერ გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე, შეუძლიათ ისარგებლონ აპელაციის უფლებით. აპელაციის უფლებით სარგებლობისთვის, კონკურსანტმა უნდა მოგვწეროს 22 დეკემბრის 18:00 საათამდე მეილზე: achkoidze@gyla.ge. შემდგომ გეცნობებათ კონკრეტული დრო, როდესაც შეძლებთ ნაშრომის გაცნობას. ნაშრომის გაცნობის შემდგომ უნდა მოამზადოთ სააპელაციო განაცხადი. სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით შედეგების აპელაციისას, უნდა მოგვწეროთ რომელი კაზუსის შედეგის აპელაცია გსურთ.
იხილეთ გასაუბრების განრიგი: თანდართული ფაილი.pdf
გააზიარე: