GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

01 დეკემბერი, 2024

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა რაოდენობის გათვალისწინებით, კონკურსის პირველი ეტაპი - წერითი გამოცდა ჩატარდება რამდენიმე ნაკადად.


წერითი გამოცდა გაიმართება 03 და 04 დეკემბერს (მიმართულებების მიხედვით გამოცდის დროები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში: გამოცდის თარიღები.pdf ) საიას ცენტრალურ ოფისში. მის: ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. N15.


იმ კანდიდატებმა, რომელთაც ინტერესის სფეროდ მითითებული აქვთ სისხლის სამართალი, წერით ეტაპზე უნდა ჰქონდეთ სისხლის სამართლის კოდექსი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის შემთხვევაში - სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (ნორმატიული მასალის ელექტრონულად გამოყენება არ არის დასაშვები).


წერითი გამოცდის შეფასების კრიტერიუმები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში: შეფასების კრიტერიუმები (1).pdf


იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტები სრულყოფილად გაქვთ გამოგზავნილი და ამის მიუხედავად, წერით ეტაპზე გადასულ მონაწილეთა სიაში არ ხართ ან სიაში ადგილი აქვს რაიმე ხარვეზს, შეგიძლიათ გამოცდის დაწყებამდე არაუგვიანეს 2 დღისა მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე: achkoidze@gyla.ge

სხვა სიახლეები