GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

05 დეკემბერი, 202410:54
5 დეკემბრის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 18 პირი.

4 დეკემბერს, ლეგიტიმური პროტესტის მე-7 დღეს, რეპრესიის დამატებითი საშუალებები ამოქმედდა. კერძოდ, ძალადობრივად, ღირსების შემლახავად აკავებდნენ და ჩხრეკდნენ პირების საცხოვრებელ ადგილებსა და ოფისებს, რაც მიზნად ისახავს, ადამიანების დაშინების გზით ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას. კერძოდ, პარალელურ რეჟიმში ჩხრეკა დაიწყეს ოპოზიციური პარტიების „კოალიცია ცვლილებებისთვის“ „ენმ-ის“ და „გირჩი-დროას“ ოფისებში. ოფისებიდან გამოიტანეს ფიზიოლოგიური ხსნარები, ნიღბები, ჩაფხუტები. სამართალდამცავები ასევე შევიდნენ ახალგაზრდული მოძრაობა “ნაბიჯის” ოფისში.

შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) და 353-ე პრიმა (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა)  მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი. ასევე, 8 პირია დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) და 239-ე პრიმა (ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება) მუხლებით; ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი.

სხვა სიახლეები