GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

21 მარტი, 202522:02

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარლამენტის წინ დააკავეს სტუდენტების საპროტესტო აქციაში მონაწილე 3 დემონსტრანტი. დაკავების მიზეზი გახდა სტუდენტების მიერ პარლამენტის წინ სკამების მიტანა, ხოლო კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ დემონსტრანტს ტაშის გამო აკავებენ.


საქართველოს ეროვნულო უნივერსიტეტის სტუდენტები მე-5 დღეა ღამეს პარლამენტის წინ ათევენ. მანამდე ისინი 62 დღის განმავლობაში  პროტესტს სეუს #304 აუდოტორიაში გამოხატავდნენ ირაკლი მიმინოშვილის და სხვა დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად.


აღსანიშნავია, რომ სტუდენტებისთვის სკამების ან პროტესტის გამოხატვის უზრუნველყოფისთვის საჭირო სხვა ინვენტარის/დროებითი კონსტრუქციების გამოყენების აკრძალვა შეკრების თავისუფლების დარღვევას წარმოადგენს. მით უმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი ინვენტარის გარეშე სტუდენტებს ცივ და წვიმიან ამინდში, ღია ცის ქვეშ, სველ ზედაპირებზე უწევთ ღამეების თენება, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს. 


აშკარაა, რომ დემონსტრანტების დაკავება არის უსაფუძვლო და წარმოადგენს სტუდენტურ პროტესტთან რეპრესიული და უკანონო ბრძოლის კიდევ ერთ გამოვლინებას.


პოლიციის თანამშრომლებს შევახსენებთ, რომ ადამიანების უკანონო დაკავება დანაშაულია.


სხვა სიახლეები