მზია ამაღლობელის უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან ერთი წელი გავიდა. დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების”, დამფუძნებლის საქმეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) პირველივე დღიდანაა ჩართული და მზიას უფლებებს იცავს, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სასამართლოში.
ქართული მართლმსაჯულება აშკარად უგულვებელყოფს მზია ამაღლობელის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებასა და საქმესთან დაკავშირებულ სხვა დარღვევებს.
მზიას საქმეში სხვადასხვა დარღვევაზე სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. რეალური მართლმსაჯულების აღსრულება მზიას გამარჯვებით უნდა დასრულეს.