GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

18 თებერვალი, 202512:49

დღეს მზია ამაღლობელის შიმშილობის 38-ე დღეა. იგი ამ დროისთვის იმყოფება კლინიკა „ვივამედში“ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სამედიცინო პერსონალის განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყვეტი შიმშილობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით მძიმეა.


ადვოკატების მოთხოვნით, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შეიქმნა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლის მიზნით.


მზია ამაღლობელი ექიმთა ჯგუფის ორმა წევრმა, კერძოდ, გიორგი გვილიამ და ელენე გიორგაძემ კლინიკაში 2025 წლის 7 თებერვალს, ხოლო ექიმმა გიორგი ჯავრიშვილმა პაციენტი 12 თებერვალს მოინახულეს. 7 თებერვლისთვის პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც დამაკმაყოფილებელი, თუმცა საყურადღებო. მათი ვიზიტიდან დღემდე გასულია თითქმის ორი კვირა. 2025 წლის 17 თებერვალს, კლინიკა ,,ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ, გააკეთა კომენტარი, იმის თაობაზე, რომ შიმშილობის ხანგრძლივი დროის გათვალისწინებით, შესაძლოა, მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. მისი განცხადებით, ასეთი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს გამოკლვევები, რომლებიც მზია ამაღლობელს უტარდება.


იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობის ამ ვადაზე დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი, კვლავ მივმართეთ სახალხო დამცველს, რათა კიდევ ერთხელ შეაფასოს სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა მზია ამაღლობელის მდგომარეობა, ამჯერად უკვე რეანიმატოლოგ, ვახტანგ კალოიანის ჩართულობით.

სხვა სიახლეები