სიახლეები
საია აქვეყნებს ინფორმაციას 2025 წლის 2 - 6 ივნისის კვირაში დემონსტრაციების კონტექსტში ბრალდებული პირების სასამართლო სხდომების შესახებ:
1. დანიელ მუმლაძე და გურამ ხუტაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 187.2.გ - ნივთის
დაზიანება ან განადგურება ჯგუფურად.
მოსამართლე: ლილი მსხილაძე.
თარიღი: 2 ივნისი, 12:30
2. მამუკა ჯორბენაძე, გურამ მიქელაძე,
დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და ანდრო კაკაბაძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 126.1 პრიმა. ბ და
გ - ძალადობა ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ.
მოსამართლე: ვიქტორ მეტრეველი.
თარიღი: 2 ივნისი, 16:00. (ბათუმის საქალაქო სასამართლო).
3. არჩილ მუსელიანცი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 187.2.ა - სხვისი
ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით.
მოსამართლე: გიორგი არევაძე.
თარიღი: 3 ივნისი, 11:00
4. ირაკლი წიგნაძე, გიორგი უგულავა, დიმიტრი
ბიძინაშვილი, ირაკლი ტაბატაძე, ნიკოლოზ კუტუბიძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიაშვილი
და ალექსანდრე გოგოლაძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222-2-ა - სტრატეგიული
და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა, რასაც შეეძლო შეეფერხებინა
ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ჩადენილი ჯგუფურად.
მოსამართლე: ზვიად შარაძე.
თარიღი: 3 ივნისი, 13:00
5. ანტონ ჩეჩინი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა - განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა.
მოსამართლე: ჯვებე ნაჭყებია.
თარიღი: 3 ივნისი, 13:30.
6. ანასტასიია ზინოვკინა და არტემ გრიბული
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა - განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, შეძენა, შენახვა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის
მიერ.
მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.
თარიღი: 4 ივნისი, 15:30.
7. დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1
- პოლიციელზე ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე
თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.
თარიღი: 5 ივნისი, 12:00.
8. დავით ხომერიკი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 18 - 229.1 - აფეთქების
მომზადება.
მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.
თარიღი: 5 ივნისი, 14:00.
9. ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ
მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი,
ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 225 - ჯგუფური ძალადობის
ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.
თარიღი: 6 ივნისი, 11:00.
პროცესების
თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი
პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.
გააზიარე: