GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

24 იანვარი, 201817:06

ქუთაისსა და ზუგდიდში ელექტრონული პეტიციების პლატფორმის ichange.gov.ge-ის პრეზენტაცია გაიმართა. საიას და “სიდას” წარმომადგენლებმა მოქალაქეებს ichange.gov.ge-ის ფუნქციები და ამ პლატფორმით სარგებლობის წესები გააცნეს. შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კამპანიის მიზანია, მოქალაქეებმა აქტიურად გამოიყენონ პეტიციის პლატფორმა და წამოჭრან ის თემები, რომლებიც მათ აწუხებთ.

კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ბათუმსა და ოზურგეთშიც გაიმართება.

პროექტი დაფინანსებულია USAID-ის პროგრამის “დემოკრატიული მმართცველობის ინიციატივა”-ს (GGI) მიერ. კამპანიის განმახორციელებელი პარტნიორია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN).

 

სხვა სიახლეები