სიახლეები

ვრცელდება მცდარი და მანიპულაციური ინფორმაცია ევროსასამართლოში მიმდინარე საიას საჩივრის შესახებ.
საიას მიერ 2024 წლის არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის საქმე წარდგენილია მხოლოდ ორი მომჩივნის სახელით - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ფიზიკური პირის მიერ. საჩივარი გაიგზავნა 2025 წლის 21 თებერვალს.
2026 წლის 22 იანვარს გვეცნობა, რომ სასამართლომ დაიწყო საიას საჩივრის (6547/25) განხილვა. სასამართლომ ასევე დაიწყო ორი სხვა საჩივრის განხილვა არჩევნებთან დაკავშირებით.
საიას არასდროს მოუთხოვია დროებითი ღონისძიების გამოყენება არჩევნებთან დაკავშირებულ დავაზე. შესაბამისად, საიას მიერ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის მიღების შესახებ გავრცელებული ცნობები არის ტყუილი და არ შეესაბამება რეალობას. ამასთან დაკავშირებით დღეს საიამ მედიასაც მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე თავდასხმის მცდელობა. მსგავს ქმედებებზე საიას ექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
იხილეთ სასამართლოს ოფიციალური კომუნიკაცია, სადაც მოცემულია ინფორმაცია საიას საჩივართან დაკავშირებით: საქმის სახელი, საქმის ნომერი, საქმის გაგზავნის თარიღი, სადაც მოცემულია ინფორმაცია საიას საჩივართან დაკავშირებით: საქმის სახელი, საქმის ნომერი, საქმის გაგზავნის თარიღი:

გააზიარე: