სასამართლოს ეზოში მობილიზებულია უპრეცედენტო რაოდენობის პოლიცია. მანდატურის სამსახური ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე ზღუდავს სასამართლოს ეზოსა და შენობაში მოქალაქეების შესვლას. საჯაროდ გავრცელებული წყაროებით, ირკვევა, რომ ეზოში შემოშვებამდე მანდატურის სამსახურის თანამშრომლები მოქალქეებს ეკითხებიან სასამართლოში შესვლის მიზანს, და მიზანმიმართულად არ უშვებენ იმ პირებს ვინც სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესზე დასასწრებად ან მის მხარდასაჭერადაა მისული. ამასთან გავრცელებული ინფორმაციით ჯაფარიძის სასამართლო სხდომა ტარდება მცირე ზომის დარბაზში, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოსთვის საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ცნობილი უნდა ყოფილიყო რომ მიმდინარე სხდომის მიმართ მაღალი იყო საჯარო ინტერესი და სხდომაზე დასწრების სურვილს არაერთი პირი აპირებდა.
ამასთან საგანგაშოა, ის ფაქტი, რომ გარკვეული მედია საშულებების წარმომადგენლებს ეზღუდებათ სასამართლოს შენობაში პროფესიული მოვალეობის შესრულება. სასამართლოში შესვლაზე პრობლემა ექმნებათ ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
საია მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის შენობაში იმგვარად უზრუნველყოს წესრიგი, რომ აღნიშნული არ გახდეს სასამართლოს ეზოსა და შენობაში პირთა გადაადგილების შემაფერხებელი.
ამასთან მოვუწოდებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს, სხდომის წარმართვისას არ უგულვებელყოს საჯარო ინტერესი და დაიცვას სისხლის სამართლის ის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლო სხდომების საჯაროობას.