სიახლეები

საია აქვეყნებს ინფორმაციას 2025 წლის 22 - 26 დეკემბრის კვირაში სასამართლო სხდომების შესახებ:
1. ალექსანდრე ცნობილაძე, თამარ კირტავა, გიორგი დუშენკო, მარიამ ოთინაშვილი, ინგა პაპუნაშვილი-გაბელაია, ვახტანგ გაბელაია და ირაკლი წულაია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 154.1. - ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან; მუხლი 154.2. - ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით.
მოსამართლე: ირაკლი ხუსკივაძე.
თარიღი: 22 დეკემბერი, 15:00.
2. მათე დევიძე
მსჯავრდებულია: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1. - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი.
თარიღი: 22 დეკემბერი, 16:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
3. გელა ხასაია და ვასილ ქერდიყოშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 118.2. - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად.
მოსამართლე: ირაკლი ხუსკივაძე.
თარიღი: 24 დეკემბერი, 10:30.
4. ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თორნიკე გოშაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხვია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე და ინსაფ ალიევი
მსჯავრდებულია: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 226.1. - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა
მოსამართლე: პაატა სილაგაძე.
თარიღი: 24 დეკემბერი, 12:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
5. ზურაბ მენთეშაშვილი
მსჯავრდებულია: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 347.1. - შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა
მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი.
თარიღი: 24 დეკემბერი, 12:00.
6. ანასტასიია ზინოვკინა და არტემ გრიბული
მსჯავრდებულია: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა. და ბ. - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, შეძენა, შენახვა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
მოსამართლე: თეა ლეონიძე, გიორგი კერატიშვილი, პაატა სილაგაძე.
თარიღი: 26 დეკემბერი, 13:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.
გააზიარე: