GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

22 დეკემბერი, 202514:04

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლის, გაერთიანების თავისუფლების შესახებ, ზოგად კომენტარს (GC No. 38) ამზადებს. ზოგადი კომენტარის მიზანია, შეაჯამოს კომიტეტის მიერ შესაბამისი უფლების განმარტებასთან დაკავშირებული სტანდარტები და სახელმწიფოებს დაეხმაროს პაქტიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაში.


საიამ კომიტეტს ზოგად კომენტართან დაკავშირებით თავისი მოაზრებები წარუდგინა. საიას დოკუმენტი შეეხება გაერთიანების თავისუფლებას, მის მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში და სამოქალაქო საზოგადოების როლს ამ უფლების რეალიზებაში. 


დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს არსებით წვლილს შეაქვთ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებების ეფექტიან იმპლემენტაციაში, მათ შორის საერთაშორისო და რეგიონულ მექანიზმებში ალტერნატიული ანგარიშების, სტრატეგიული სამართალწარმოების, ინდივიდუალური კომუნიკაციების და დაზარალებულთა უფლებების დაცვის გზით. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სამოქალაქო სივრცის შევიწროება საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს ეროვნულ დონეზე და ასევე ასუსტებს საერთაშორისო მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას, რადგან ზღუდავს მათ შესაძლებლობას, მიიღონ ობიექტური ინფორმაცია სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ და აფერხებს ინდივიდების წვდომას საერთაშორისო მექანიზმებზე.


დოკუმენტი განიხილავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო ტენდენციებს, მათ შორის, უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს და “აგენტების” შესახებ რეესტრებს. საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების პრაქტიკაზე, კომიტეტის განმარტებებსა და ექსპერტულ შეფასებებზე დაყრდნობით, დოკუმენტი აანალიზებს ამ ტენდენციებს, მათ კუმულაციურ გავლენას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე და მათ კავშირს ძირითად უფლებებთან, რათა ხელი შეუწყოს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს 22-ე მუხლის ფარგლებში მოქმედი სტანდარტების დაზუსტებაში.


დოკუმენტი ხელმისაწვდომია ბმულზე

სხვა სიახლეები