სიახლეები
საია აქვეყნებს ინფორმაციას 2025 წლის 9 – 13 ივნისის კვირაში დემონსტრაციების კონტექსტში ბრალდებული პირების სასამართლო სხდომების შესახებ:
1. ნიკოლოზ კაცია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა.
მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი.
თარიღი: 9 ივნისი, 10:30.
2. ლაშა ჩხაიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 187.1 - ნივთის დაზიანება ან განადგურება.
მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი.
თარიღი: 9 ივნისი, 11:00.
3. ანასტასიია ზინოვკინა და არტემ გრიბული
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, შეძენა, შენახვა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.
თარიღი: 9 ივნისი, 13:00.
___________________________________________________________________________________________
4. მზია ამაღლობელი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1 - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე : ნინო სახელაშვილი, ბათუმის საქალაქო სასამართლო
თარიღი: სისხლის სამართლის პროცესი დაიწყება 9 ივნისს, ადმინისტრაციული საქმის განხილვის დასრულების შემდეგ. ადმინისტრაციული სხდომა ჩანიშნულია 13:00 საათზე.
5. ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თორნიკე გოშაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხვია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე და ინსაფ ალიევი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 225.1,2 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი.
თარიღი: 9 ივნისი, 14:00.
6. საბა სხვიტარიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.2 - პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას.
მოსამართლე: ჯვებე ნაჭყებია.
თარიღი: 9 ივნისს, 14:00.
7. ირაკლი წიგნაძე, გიორგი უგულავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ტაბატაძე, ნიკოლოზ კუტუბიძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიაშვილი და ალექსანდრე გოგოლაძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222-2-ა - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა, რასაც შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ჩადენილი ჯგუფურად.
მოსამართლე: ზვიად შარაძე.
თარიღი: 10 ივნისი, 10:30.
8. თევდორე აბრამოვი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა.
მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი.
თარიღი: 10 ივნისი, 11:00.
9. ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 225 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.
თარიღი: 10 ივნისი, 12:00.
10. გიორგი ახობაძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა.
მოსამართლე: მიხეილ ჯინჯოლია.
თარიღი: 10 ივნისი, 15:00.
11. გიორგი მინდაძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1 - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.
თარიღი: 11 ივნისი, 15:00.
12. გიორგი ახობაძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა.
მოსამართლე: მიხეილ ჯინჯოლია.
თარიღი: 11 ივნისი, 16:00.\
13. ალექსანდრე ელისაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 156.2.ა - ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით.
მოსამართლე: მიხეილ ჯინჯოლია.
თარიღი: 12 ივნისი, 13:00.
14. გიორგი კუჭუაშვილი და დავით კოლდარი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1 - პოლიციელზე თავდასხმა; 187.1 - ნივთის დაზიანება ან განადგურება.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი.
თარიღი: 12 ივნისი, 15:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
15. მათე დევიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1 - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.
თარიღი: 12 ივნისი, 16:00.
16. ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 225 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.
თარიღი: 13 ივნისი, 11:00.
პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.
გააზიარე: