GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

09 სექტემბერი, 202513:54

 

2025 წლის 8 სექტემბრის საღამოს, მელიქიშვილის გამზირზე, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ფიზიკურად  იძალადეს მშვიდობიან დემონსტრანტებზე და მედიის წარმომადგენლებზე.[1] გავრცელებული ინფორმაციით ქართული ოცნების ხელისუფლების მხარდამჭერები სასტუმრო “საქართველოსთან” რამდენიმე მანქანით და რკინის ჯოხებით შეირაღებულები მივიდნენ და დემონსტრანტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.[2] გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდებიან თავდამსხმელები შეკრებილ დემონსტრანტებს ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის მხრიდან ქვეითად და გზის მხრიდან - ავტომობილებით.[3] არაერთ ვიდეოში ასევე ნათლად ჩანს, როგორ ესხმიან ქართული ოცნების მხარდამჭერები თავს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ისე, რომ სახეზეა არა ორმხრივი შეტაკება ან აუცილებელი მოგერიება, არამედ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებზე მიზანმიმართული, ძალადობრივი თავდასხმა.[4]

 

ძალადობის სამიზნე გახდნენ ჟურნალისტებიც.[5] მათ შორისაა ლასლო მესეში, რომელსაც ტელეფონი წაართვეს და სცემეს. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.[6] გავრცელებული ინფორმაციით სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე დროულად არ მივიდა.[7] დაფიქსირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის და ტექნიკის გატაცების/დაზიანების ფაქტები.[8] მათ შორის, ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს პუბლიკას ჟურალისტის, ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის, ტელეფონის წართმევა,[9] ასევე პუბლიკას ჟურნალისტის, ქეთო მიქაძისთვის, ტელეფონის წართმევა და მასზე შემდგომი ფიზიკური ძალადობა.[10] მიუხედავად იმისა, რომ მოძალადე მარტივად იდენტიფიცირებადია, თავდამსხმელი პოლიციას არ დაუკავებია.[11] პუბლიკას ინფორმაციით, მათ ინცინდენტის შემდეგ რამდენჯერმე დარეკეს საპატრულო პოლიციაში, თუმცა არც ადგილზე მყოფ პოლიციას ჰქონია რეაგირება და არც პუბლიკას მიერ გამოძახებული პოლიცია არ გამოცხადებულა დანაშაულის ადგილზე.[12]

 

მიუხედავად იმისა, რომ დემონსტანტებზე, მათ შორის ქალებზე, [13] და ჟურნალისტებზე, ძალადობრივი, ფიზიკური და სიტყვიერი, თავდასხმები ხდებოდა პოლიციელთა თანდასწრებით, პოლიციას ეფექტიანი რეგირება არ ჰქონია. სამართალდამცავებმა არ მიიღეს საჭირო ზომების ძალადობრივი ქმედებების შეჩერებისა და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის უზრუნველსაყოფად. პოლიციას ადგილზე არ დაუკავებია არც ერთი მოძალადე იმის მიუხედავად, რომ საჯარო წყაროებში გავრცელებული კადრების ანალიზი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ (1) პოლიციას აღეკვეთა ძალადობა; (2) ცხელ კვალზე დაეკავებინა მოძალადე პირები. პოლიციას არ დაუკავებია მოძალადეები, იმის მიუხედავად, როგორც კადრებში ნათლად ჩანს, მათ მიერ ნასროლი ნივთები, მათ შორის პოლიციელებს ხვდებათ.[14] ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს როგორ ართმევს პოლიციელი კეტით შეიარაღებულ მოძალადეს ხელკეტს[15], რომლითაც იგი მანამდე დემონსტრანტს სცემდა[16]. მოძალადე  მას ეუბნება რომ “მისიანია” და პოლიციელი პასუხობს, რომ ხელკეტს “მანქანაში ჩადებს”.[17] საგანგაშოა, რომ, კადრებში ჩანს, რომ საკუთარი მოვალეობის შესრულების და მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობისაგან დაცვის ნაცვლად, პოლიცია თავად მონაწილეობდა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმინაობაში ხელშეშლაში და აგინებს მას.[18] საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მშვიდობიან დემონსტრანტზე თავდასხმას პოლიციის წარმომადგენლები ტოვებენ ეფექტიანი რეაგირების გარეშე. მსგავსი ინციდენტები მოხდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე პროტესტებისა[19] და 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ.[20]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 სექტემბერს, 20:59 წუთზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც მშვიდობიან დემონსტრანტებზე ჯგუფური ძალადობას “მოქალაქეებს შორის დაპირისპირება” უწოდა და მოუწოდა “შეკრების მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია”.[21] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22:15-ზე გამოაქვეყნა კიდევ ერთი განცხადება, რომლითაც “მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს”.[22]

 

მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას გამოეხმაურნენ ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირები და საკუთარი განცხადებებით ფაქტობრივად დაადასტურეს საკუთარი მხარდაჭერა მოძალადეთა მიმართ.[23], დიმიტრი სამხარაძემ საკუთარ ფეისბუქ პოსტში ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ძალადობა დემონსტრანტების პროტესტზე საპასუხო შურისძიებას წარმოადგენდა.[24] ძალადობის მსხვერპლებს დააკისრა პასუხისმგებლობა თბილისის მერმა კახი კალაძემაც და, მათ შორის, გამოიყენა სექსისტური ენა მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე ქალებზე საუბრისას.[25]

 

დემონსტრაციამ შეიძლება გააღიზიანოს ან შეურაცხყოს ის პირები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმ იდეებს, რომელთა გავრცელებასაც მიზნად ისახავს დემონსტრაცია, თუმცა, მონაწილეებს უნდა შეეძლოთ დემონსტრაციის ჩატარება იმის შიშის გარეშე, რომ ოპონენტები მათზე ფიზიკურად იძალადებენ.[26] საპროტესტო აქციის დროს, სახელისუფლებო ძალაუფლების განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოს მათი მშვიდობიანი ჩატარება და მოქალაქეების უსაფრთხოება.[27] მათ შორის, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ეფექტიანად დაიცვას ადამიანები მესამე პირების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებებისაგან და გადადგას გონივრული ნაბიჯები მესამე პირების მხრიდან არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის, როდესაც სახელმწიფომ იცოდა ან უნდა სცოდნოდა ასეთი მოპყრობის შესახებ.[28]

8 სექტემბრის მოვლენები დადასტურებაა, რომ “ქართული ოცნება” განაგრძობს მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევას. 8 სექტემბრის ძალადობის ჯგუფური და ორგანიზებული ხასიათი, მასზე პოლიციის ეფექტიანი რეაგირების არარსებობა და ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის საჯაროდ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს არა იზოლირებულ შემთხვევასთან ან “მოქალაქეთა დაპირისპირებასთან”, არამედ მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და საპროტესტო გამოხატვის დასჯის მიზნით კრიმინალური მეთოდების და ფიზიკური ძალადობის გამოყენებასთან.






 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





[1] რადიო თავისუფლება, ,კალაძის შტაბთან ოცნების მხარდამჭერები საპროტესტო მარშის წევრებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - პოლიცია მოძალადეებს არ აკავებს, იხ: https://www.facebook.com/radiotavisupleba/videos/1807357976535405 [09.09.2025].Georgian Dream supporters attack protesters in Tbilisi amid Georgia’s growing political unrest, 08.09.2025, იხ: https://www.facebook.com/story.php?story_fbid=10161637306588091&id=752388090&mibextid=wwXIfr&rdid=pmNTlosO585WpfOu# [09.09.2025].  REVEEGRAM NEWS, ამ წუთებში! მელიქიშვილის გამზირზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერები აქციის მონაწილეებს სასტიკად უსწორდებიან, იხ: https://www.instagram.com/reel/DOWQFZJDb9h/?igsh=anVtZXp1NnU1bTVn [09.09.2025].

[2] რადიო თავისუფლება, კვლავ დაპირისპირება იყო კალაძის შტაბთან - პოლიცია მოძალადეებს არ აკავებს, არიან ნაცემი მოქალაქეები, იხ: https://www.radiotavisupleba.ge/a/33524970.html?fbclid=IwY2xjawMr-a1leHRuA2FlbQIxMQBicmlkETFUaWxBUUlEMjRiNTJKNnR6AR5nGH-xnxr2D05ReW5d_YU9LezQfZi8Gn_vlL3Axza1MQBwX9yrbR0cJeiCDg_aem_cFZnWgRphRwCZVuM805Bew [09.09.2025].

[3]  იხ. ფეისბუქ მომხმარებლის  პოსტი https://www.facebook.com/watch/?mibextid=9drbnH&v=834625172464343 [09.09.2025].

[5] ფეისბუქ პოსტი პუბლიკას ჟურნალისტ ლექსო ქაშელაშვილზე ძალადობის შესახებ, იხ: https://www.facebook.com/story.php?story_fbid=24742366535375264&id=100000857814417&mibextid=wwXIfr&rdid=lJp0CApZrEgK3qMw#  [09.09.2025]; ლასლო მეშეშზე ძალადობის კადრები, იხ:, https://www.facebook.com/netgazeti/posts/pfbid02JUmZySPcETn5pR4t2ToViQJwpWp2U7BsWEgqLiTc4vEu91g9sptfMWqz6HE7Z2inl?rdid=CT9O9PPFVEdaBKrX# [09.09.2025] [09.09.2025]. 

[6] ტვ პირველი, კალაძის საარჩევნო შტაბთან უცხოელ ჟურნალისტს სცემეს | რა ხდება მელიქიშვილზე

 https://www.youtube.com/watch?v=5WVG1SwFRRw [09.09.2025].  ნეტგაზეთი, კახა კალაძის შტაბის წევრები მელიქიშვილის ქუჩაზე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ საპროტესტო მარშის მონაწილეებს, რომლებიც საზმაუდან რუსთაველისკენ მიდიოდნენ და "ოცნების" ოფისთან გაჩერდნენ. "ოცნების" აქტივი ფიზიკურად დაუპირისპირდა მედიის წარმომადგენლებსაც, https://www.facebook.com/netgazeti/posts/pfbid02JUmZySPcETn5pR4t2ToViQJwpWp2U7BsWEgqLiTc4vEu91g9sptfMWqz6HE7Z2inl?rdid=CT9O9PPFVEdaBKrX# [09.09.2025].

[8] მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე დაპირისპირების დროს „პუბლიკის" ორ ჟურნალისტს - ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ქეთო მიქაძეს, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტელეფონები წაართვეს, იხ: https://www.facebook.com/story.php?story_fbid=1544637966935748&id=100041686795244&mibextid=wwXIfr&rdid=rafItZz4sFv8gYAt# [09.09.2025].

პოლიციამ იძალადა ბათუმელები/ნეტგაზეთის ჟურნალისტზე და საქმიანობაში ხელი შეუშალა, იხ: https://batumelebi.netgazeti.ge/news/586722/?fbclid=IwY2xjawMr-YBleHRuA2FlbQIxMQBicmlkETFUaWxBUUlEMjRiNTJKNnR6AR5TQ-aYvgOUoF3XlSr9nskRsuN1B6WpMQlkNqaIzeE3XH6LKRaKymXb7n7M-A_aem_IMYfLhCrhcIg6Nc66VWDuA [09.09.2025]. 

OC MEDIA-ს ჟურნალისტ მარიამ ნიკურაძეს წყალი შეასხეს და მუშაობაში ხელი შეუშალეს, იხ: https://www.facebook.com/watch/?mibextid=wwXIfr&v=764280426244104&rdid=EGEholRV5pZcjExE

[9] პუბლიკა, ჟურნალისტებზე თავდასხმა | 8 სექტემბერი, 2025, იხ: https://www.facebook.com/watch/?mibextid=wwXIfr&v=764280426244104&rdid=EGEholRV5pZcjExE [09.09.2025].

[10] იქვე.

[11] პუბლიკა, იხ: https://www.facebook.com/reel/1735884010237867 [09.09.2025].

[12] პუბლიკა, იხ: https://www.facebook.com/reel/1735884010237867 [09.09.2025].

[14] ნეტგაზეთი, იხ: https://www.instagram.com/reel/DOYF8jKDqgf/?igsh=MWwycW1rYWF4dm9jaQ%3D%3D [09.09.2025].

[16] Facebook პოსტი, იხ: https://www.facebook.com/reel/2526699837695452 [09.09.2025].

[18] პუბლიკა, იხ:  https://www.facebook.com/reel/1635128400778714 [09.09.2025].

[19] საია et al. ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, 2025, გვ. 81

[20] საია, 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები ამ დრომდე სათანადოდ არ არის გამოძიებული, 05.07.2023. https://www.gyla.ge/post/2021-tslis-5-6-ivliss-ganvitarebuli-movlenebi-am-dromde-satanadod-ar-aris [09.09.2025].

[21]შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, იხ: https://www.facebook.com/photo?fbid=1076313071344192&set=a.230631755912332, [09.09.2025].

[22]შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, იხ: https://www.facebook.com/photo?fbid=1076352818006884&set=a.230631755912332 [09.09.2025].

[23] შალვა პაპუაშვილის განცახდება,იხ:  https://www.facebook.com/shpapuashvili/videos/1387502092721521[09.09.2025]. 

[24]  დიმიტრი სამხარაძის ფეისბუქ პოსტი: “ოლე ოლა ხომ? დაინახა მთელმა საქართველომ ვისი დედის ₽&@&₽()&&@ მოხდა ⁉️ ასე იცის, როდესაც მოგვივარდებით, შეურაცხყოფას მოგვაყენებთ და დაგვემუქრებით, შესაბამის პასუხს მიიღებთ! არაერთხელ მითქვამს, როცა ჩვენ გაგინებთ, კიდევაც გისრულებთ! აწი თქვენი ქალოია-ბიჭუნკელები და კაცური-გოგოშკები დააოკეთ, სანამ მთლად არ გაფარჩაკდნენ თქვენი მეპატრონეები”, იხ:  https://www.facebook.com/dito.samkharadze/posts/pfbid02prsfXV3DUdWi8Bm1ae66ti1ghZfjuapX1wR6js12FThmmoj4isyahatZWJF5burMl [09.09.2025].

[25] ფორმულა, კახა კალაძის განცხადება: „ეს არის მომენტი, როდესაც 30 აკაცუკი მივიდა საარჩევნო შტაბთან. რა უნდოდათ ამ ადამიანებს საარჩევნო შტაბთან? თუ შტაბი მივიდა ამ ადამიანებთან? ..ქალებს სად ხედავ აქ? არც ერთი არაა ქალი, არ ვიცი, რაღაც სხვა ჯიშია. სად არის ქალი? მანახეთ ერთი ადამიანი, რომელია ქალი?...აკაცუკები ხართ, არაფრით არ განსხვავდებით იმ მოძალადეებისგან, რომლებიც გუშინ მიუვარდნენ საარჩევნო შტაბს“ https://www.facebook.com/watch/?mibextid=wwXIfr&v=1555588942097545&rdid=ytg9hkvohzgZd7fd [09.09.2025].

[26] Plattform "Ärzte für das Leben v Austria, ECHR, Application no. 10126/82, 1988 para 32.

[27] Kudrevičius and Others v. Lithuania, ECHR, Application no. 37553/05, 2015,, para 159 .

[28] Identoba and Others v. Georgia, ECHR, Application no. 73235/12, 2015, para 66.

სხვა სიახლეები