სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი

უკან

საია ცხადებს კონკურსს სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორის პოზიციაზე.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი დახმარების პროგრამის მიზანია ეფექტიანი სამართლებრივი დახმარების სერვისების მიწოდება და სტრატეგიული სამართალწარმოების უზრუნველყოფა. პროგრამა აერთიანებს იურიდიული დახმარების ცენტრებს, საკონსტიტუციო სამართალწარმოებისა და საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდებს.

სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი პასუხისმგებელია შესაბამისი პროგრამის სტრატეგიულ დანერგვასა და განვითარებაზე, პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების/სერვისების ეფექტიან განხორციელებაზე. 

სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორის ძირითადი ფუნქციაა სამართლებრივი დახმარების ხარისხიანი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა და სტრატეგიული სამართალწარმოების შემთხვევების მართვა, შესაბამისი საორგანიზაციო და მართვის სისტემის განვითარება და მომხმარებელთა კმაყოფილების მიღწევა.

 

სამართლებრივი დახმარების  პროგრამის დირექტორის ძირითადი ფუნქციები:  

- დირექტორთა საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა და შესაბამისი ვალდებულებების შესრულება;

- სხვა პროგრამებთან თანამშრომლობით ქვეყანაში არსებული შემთხვევების პროაქტიული გამოვლენა და საქმეების მოგროვების კოორდინაცია (სასამართლოებისგან/სხვა სტრუქტურებისგან გამოთხოვა, მოსახლეობასთან შეხვედრები, გახმაურებულ საქმეებზე რეაგირება და სხვა); 

- სერვისებისა მიწოდების, აღრიცხვის, ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების, სტანდარტების  შემუშავება-განვითარება და დანერგვისა და შესრულების მონიტორინგი;

- პროგრამის ფარგლებში თანამშრომელთა შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და ეფექტური კოორდინაციისა და კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

- სხვა პროგრამების შესაბამის პროექტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;  

- იურიდიული დახმარების ცენტრს, ფილიალებსა და ოფისებს შორის კომუნიკაციის არხების აწყობა მსგავსი საქმეების იდენტიფიცირების, გამოცდილების გაზიარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით; 

- კონსულტანტებისა და ადვოკატების გუნდის  უწყვეტი პროფესიული განვითარებაზე ზრუნვა და თანამშრომელთა შეფასების განხორციელება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან თანამშრომლობით;

- მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის უზრუნველყოფა-სუპერვიზია, საჭიროებისამებრ სხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის მიწოდება;

- საჭიროებისამებრ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პროცესის კონტროლი;

- პროგრამის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღება და სხვა დირექტორებთან, თავმჯდომარესთან, რეგიონული ოფისების ხელმძღვანელებთან საჭიროებისამებრ კოორდინირება.  

 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

- უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი);

- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; 

- ინგლისური ენის ცოდნა.

 

უნარ-ჩვევები:

- გუნდის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 

- დაგეგმვისა და მართვის უნარი;

- გუნდური მუშაობის უნარი;

- საქმისა და დროის სწორად განაწილების უნარი;

- პრეზენტაციის უნარი.

 

კონკურსის ეტაპები:

- განცხადებების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- გასაუბრება -  მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. 

- შერჩეული კანდიდატი დასამტკიცებლად წარედგინება საიას გამგეობას.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.   

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 წლიან ხელშეკრულებას

დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019  წლის 25 იანვარი, 18:00 საათი.

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - ელ.ფოსტა - anitabidze@gyla.ge