სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მრგვალი მაგიდა კონსტიტუციის 11 წლისთავთან დაკავშირებით

დღეს, 24 აგვისტოს, კონსტიტუციის 11 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის თემა გახლდათ "საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანა”. მრგვალ მაგიდაზე მოწვეულნი იყვნენ ბათუმში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მასმედიისა და მთავრობის წარმომადგენლები. სამწუხაროდ, შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლები არ გამოცხადებულან. შეხვედრაზე მოკლე მოხსენება გააკეთა საიას იურისტმა ზურაბ ჯიბღაშვილმა. მოხსენების შემდეგ კი საინტერესო დისკუსია გაიმართა. დისკუსია იმ სავარაუდო შედეგებს მიეძღვნა, რომლებიც შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანას მოჰყეს.

2006-08-23 20:00 სრულად ნახვა

უკანონო პატიმრობის კიდევ ერთი უკანონო დღე

დღეს, 28 ივლისს, პატიმრობიდან უნდა გათავისუფლებულიყვნენ თანასწორობის ინსტიტუტის წევრები. როგორც მოგეხსენებათ, 29 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით, თანასწორობის ინსტიტუტის წევრებს შეეფარდათ ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღის ვადით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 309-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდა წარმოებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2006-07-27 20:00 სრულად ნახვა

ახალი კანონპროექტი და განუსაზღვრელი უფლებამოსილება პრეზიდენტს

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონპროექტი. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ან/და საპრეზიდენტო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად  განსახორციელებელ შესყიდვებზე არ უნდა გავრცელდეს. კანონპროექტი განუსაზღვრელ უფლებამოსილებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტს, თუმცა აღსანიშნავია, რომ  ეს პირველი მცდელობა არ არის. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჯერ კიდევ 2006 წლის მაისში საქართველოს პარლამენტში მთავრობის ინიციატივით შესული კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკა.

2006-07-26 20:00 სრულად ნახვა

საიამ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს სასამართლო პროცესი მოუგო

დღეს, 25 ივლისს, დასრულდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასამართლო პროცესი  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წინააღმდეგ. სასამართლო პროცესი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოიგო. დავის საგანს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა წარმოადგენდა.  საიამ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 2006 წლის 9 თებერვალს მიმართა, სასამართლოში სარჩელი კი ამავე წლის 21 მარტს შეიტანა. საერთო სასამართლეობის დეპარტამენტმა კანონმდებლობის სრული დარღვევით, 2006 წლის 15 მაისს მოგვაწოდა საჯარო ინფორმაცია. შესაბამისად, სასამართლო განხილვების დროს დავის საგანი უკვე აღარ არსებობდა. საიამ არ თქვა სარჩელზე უარი და მოპასუხე იძულებული გახდა თავად ეღიარებინა სარჩელი. აღნიშნული სასამართლო პროცესით საიამ მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტი დაამკვიდრა. დღემდე, აბსოლუტურად ყველა სასამართლო დავაში, რომელშიც მოპასუხე სასამართლო განხილვამდე დააკმაყოფილებდა მოთხოვნას (ანუ გასცემდა საჯარო ინფორმაციას) მოსარჩელე უარს ამბობდა სარჩელზე, შესაბამისად, იხდიდა სახელმწიფო ბაჟს და საქმის წარმოება კი წყდებოდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ ეს სასამართლო პრეცედენტი პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჟურნალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირების პროფესიულ საქმიანობაზე. იგი ამავე დროს ხელს შეუწყობს საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის დროულ გაცემას და ამ საკითხზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრებას.

2006-07-24 20:00 სრულად ნახვა

საიას ძალისხმევით საჯარო ინფორმაციის გაცემა უფრო ხელმისაწვდომი ხდება

20 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა. იურისტთა ასოციაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა. საიას განცხადებები საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სხვადასხვა საჯარო დაწესებულებისა და სასამართლო ინსტანციების მიერ სწორედ გასაჩივრებულ დებულებებზე დაყრდნობით არ კმაყოფილდებოდა.  სადავო ნორმათა ტექსტის მათ მიერ აღიარებული ინტერპრეტაცია გაუმართლებლად - მონაცემთა შინაარსის შეფასების გარეშე ზღუდავდა გარკვეულ ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის შედეგად შექმნილი ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობას. ამგვარი შეზღუდვა, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული  ნებისმიერი ინფორმაცია ღიაა გარდა სახელმწიფო, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოებისა (41-ე მუხლი) ან გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეზღუდვა უკიდურესი სოციალური საჭიროებით არის განპირობებული სხვა თანაბარზომიერი სიკეთის გადასარჩენად (24-ე მუხლი). საკონსტიტუციო სასამართლომ გასაჩივრებული დებულებებით გამოწვეული ზიანი არა მათი კონსტიტუციასთან შეუსაბამობის, არამედ არასწორი გამოყენების შედეგად მიიჩნია. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მოცემული გასაჩივრებული დებულებების რამდენიმე განმარტებით გაზარდა მათი დამკვიდრებული მნიშვნელობა და ინფორმაციის შემზღუდველი არაკონსტიტუციური პრაქტიკის გამოსწორების შესაძლებლობა შექმნა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

2006-07-24 20:00 სრულად ნახვა

ტრენინგი ტრეფიკინგის თემაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 22-23 ივლისს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (ბულაჩაურის #7) ტრენინგს ატარებს. ორდღიანი ტრენინგი, რომელიც პროექტის ,,არა! - ადამიანებით ტრეფიკინგს” ფარგლებში ტარდება, ეწყობა: შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლებისათვის;სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის;სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებისათვის;აეროპორტის თანამშრომლებისათვის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მოწვეული ექსპერტები ტრენინგის მონაწილეებს საქართველოში ტრეფიკინგის მარეგულირებელ ადგილობრივ და საერთაშორისო აქტებს გააცნობენ. ტრენინგი ემსახურება ასევე მათთვის პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში. ტრენინგი ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.

2006-07-20 20:00 სრულად ნახვა

წამების წინააღმდეგ ახალი ეროვნული სისტემა იქმნება

დღეს, 18 ივლისს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში  საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ”ციხის საერთაშორისო რეფორმამ” და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაციის თემა გახლდათ წამების წინააღმდეგ ახალი ეროვნული სისტემის შექმნა. 2002 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო წამების, სასტიკი, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ფაკულტატური ოქმი.   ოქმის მიზანია, შეიქმნას ახალი სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, რეგულარულად მოინახულონ დაკავებული და დაპატიმრებული პირები თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში. თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან რეგულარული სტუმრობა შეამცირებს მათ წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას.

2006-07-17 20:00 სრულად ნახვა

საიას რეკომენდაციები აჭარის ა/რ-ის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით

საიამ რეკომენდაციები წარუდგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს  რესპუბლიკურ ბიუჯეტში აჭარის სარეზერვო ფონდის განმარტებასა და ხარჯვის პროცედურებთან დაკავშირებით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ამჟამად მუშაობს კანონპროექტზე "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ”. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მესამე წელია ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტებით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდების მონიტორინგს. მონიტორინგის შედეგად საიამ გამოავლინა არაერთი დარღვევა, რაც ძირითადად სარეზერვო ფონდების სახსრების არამიზნობრივ, თვითნებულ ხარჯვასა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის მუდმივ დარღვევაში გამოიხატებოდა. ამ პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს კონკრეტული საკანონმდებლო წინადადებები შესთავაზა.

2006-07-12 20:00 სრულად ნახვა

უზენაესმა სასამართლომ მოსამართლე თამაზ ილიაშვილი ისევ გაამართლა

11 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ილიაშვილის მიერ შეტანილი სარჩელი სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.  სადისციპლინო პალატამ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა და განსახილველად უკან დააბრუნა კოლეგიაში. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკვე მეორედ გაუქმდა. გადაწყვეტილება პირველად გაუქმდა 2006 წლის 9 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგის მიერ. თამაზ ილიაშვილის ინტერესებს სასამართლოში სხვა ადვოკატებთან ერთად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

2006-07-10 20:00 სრულად ნახვა

ჟურნალისტ ეკა ხოფერიაზე ზეწოლა სისხლის სამართლის დანაშაულია

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლა მყარ ტენდენციად იქცა. თუმცა იშვიათია ფაქტები, როცა ჟურნალისტები ამის შესახებ ხმამაღლა აცხადებენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ჟურნალტ ეკა ხოფერიას მხრიდან სამოქალაქო პოზიციის დაკავება და ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისასალმებელია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიუღებლად მიიჩნევს ჟურნალისტი ეკა ხოფერიასათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლით. ამ მუხლის თანახმად, “ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან” დასჯადია.  დასჯადია ასევე იგივე ქმედება ჩადენილი ძალადობის მუქარით, ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.  ის პირები, რომლებიც აშკარად უშლიდნენ ხელს ჟურნალისტ ეკა ხოფერიას პროფესიულ საქმიანობაში, უნდა გამოაშკარავდნენ და დაეკისროს მათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონით დადგენილი წესით. თავის მხრივ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს მზადყოფნას, ეკა ხოფერიასა თუ ნებისმიერ ჟურნალისტს, რომელთა პროფესიული თავისუფლებაც იზღუდება, დაუდგეს მხარში  და დაეხმაროს მათ, სამართლებრივი გზით დაიცვან საკუთარი უფლებები.

2006-07-06 20:00 სრულად ნახვა