სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებენ

2015-10-08 10:29
Featured image

ჩვენ, ქვემორე ხელმომწერ არასამთავრობოორგანიზაციებს, გვსურს როგორც საქართველოსმოქალაქეების, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისყურადღება გავამახვილოთ ქვეყანაში არსებულმდგომარეობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონისუზენაესობისა და დემოკრატიული ღირებულებებისპატივისცემის მიმართულებით, რაც გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე 2016 წლისსაპარლამენტო არჩევნებისთვის.

 

უნდა აღინიშნოს, რომ  2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ, რაც სერიოზულმონაპოვარს წარმოადგენდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარების ისტორიაში,საქართველომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანისუფლებათა დაცვისა და განმტკიცებისკენ. სხვა მოვლენებთან ერთად, განსაკუთრებით აღსანიშნავიაასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომლითაც სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდასაქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების დეკლარირება.

 

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში  ქვეყანაში სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემებისაღმოფხვრის კუთხით არაერთი რეფორმა დაიგეგმა და განხორციელდა, რჩება უმნიშვნელოვანესიგამოწვევები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე.

 

1.      საარჩევნო რეფორმა 

 

საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება, საარჩევნო დავები და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ეს ის საკითხებია, რომელთა დაკავშირებითაც საარჩევნორეფორმის განხორციელება დიდი ხანია წარმოადგენს არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკურიპარტიების და სხვა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნის საგანს.  აღნიშნული საკითხებიდან,უპირველეს ყოვლისა, პრიორიტეტს არსებული შერეული საარჩევნო სისტემის ცვლილება წარმოადგენს,რათა  უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვა მანდატებში,ამომრჩეველთა ხმის თანაბარი წონა, ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა და საერთო-ეროვნული დაადგილობრივი წარმომადგენლობა.

 

ზემოხსენებული გამოწვევების გადასაჭრელად,  საარჩევნო სისტემის თაობაზე, 14 პოლიტიკურ პარტიასადა 8 არასამთავრობო ორგანიზაციას შორის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, უპრეცენდენტოკონსენსუსი შედგა, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებას წარედგინა  ერთიანი ხედვა მაჟორიტარულისაარჩევნო სისტემის გაუქმებისა და საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროპორციული სისტემითჩატარების შესახებ.

 

მიუხედავად ამისა, აღნიშნული მოსაზრებები არ იქნა გაზიარებული მმართველი კოალიციის მიერ, რომელმაც მოგვიანებით წარმოადგინა საკუთარი ხედვა  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისმაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ზომების გათანაბრებისა და მაჟორიტარული არჩევნებისთვის  50%-იანი ბარიერის შემოღების შესახებ, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ ეხმიანება მოქმედი საარჩევნოსისტემის პრობლემებს და იგი კომპლექსურად ვერ უზრუნველყოფს ყველა იმ გამოწვევის აღმოფხვრას,რაც არსებულ შერეულ საარჩევნო სისტემას გააჩნია.

 

ასევე, უნდა ითქვას, რომ დაინტერესებული მხარეებისთვის დღემდე არ არის ცნობილი ახალი მაჟორიტარული ოლქების საზღვრები, კერძოდ, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება საკონსტიტუციო გადაწყვეტილების შესაბამისად, მაჟორიტარულ ოლქებს შორის დისპროპორციის პრობლემის გადაჭრას, რაც გამოიწვევს ბევრი ოლქის მექანიკურად შეერთებას ან დაყოფას. ხელისუფლების მიერ მოცემულ საკითხზე მუშაობა არ მიმდინარეობს ღიად, სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

 

აღსანიშნავია, რომ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, ხელისუფლება მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გეგმავს პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების  ჩატარებას.ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა კი, პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების მოთხოვნით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირების მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას საკონსტიტციო ცვლილებების მისაღებად პარლამენტში საკმარისი მხარდაჭერა არა აქვს. შესაბამისად, კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში, მაღალია ალბათობა, რომ საარჩევნო სისტემაში არსებითი ცვლლებები არც 2016 წლის და არც მის შემდგომ გამართული არჩევნებისათვის არ შევიდეს.

 

გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებული ძირეული პრობლემების მოგვარებას. ეს უკანასკნელი კი უარყოფით გავლენას მოახდენს 2016 წელს სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებაზე, რაც ცალსახად დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.  

 

2.      მედია გარემო

 

2015 წლის სექტემბერში ქვეყანაში მოქმედ ოთხ ეროვნულ მაუწყებელში ერთდროულად დაწყებულისხვადასხვა სახის ძირეული ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყანაში მედია გარემოზე.საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების სეგმენტის დროებითი შეჩერების თაობაზე ტელეკომპანია „იმედისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებებით, ასევე, რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებითა და ტელეკომპანია „მაესტროს“ გაკოტრების საქმის წარმოებით, ჩნდება ეჭვები ყველაზერეიტინგული და ეროვნული დაფარვის მქონე ტელევიზიების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევისთაობაზე.

 

აღნიშნულს ის გარემოებაც ამძაფრებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ არ არის თავისუფალიპოლიტიკური გავლენებისაგან. 2013 წლის დასაწყისიდან მოყოლებული დღემდე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ნაცვლად 9 წევრისა 7 წევრით მუშაობს. მიუხედავად საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების არაერთი მოწოდებისა, საქართველოს პარლამენტს არ უცდია კონკურსის ხელახლა ჩატარება საბჭოს სრულად დაკომპლექტებისთვის, რაც ვერ უზრუნველყოფს საბჭოს სათანადო წარმომადგენლობითობას. ასევე, კანონის დარღვევით წარიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარისტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს არჩევნები.

 

მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანარაერთი მოწოდებისა, ქვეყანაში არ არის უზრუნველყოფილი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილიდანაშაულების სწრაფი და ეფექტური გამოძიება. საქართველოს მთავარი პროკურატურა საზოგადოებასარ აწვდის ინფორმაციას მიმდინარე გამოძიებების შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის შეფასდეს მედიისმდგომარეობა ამ მხრივ.

 

ასევე, იკვეთება ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელშეშლის შესაძლო ფაქტები, რაცგავლენას ახდენს როგორც მედიის თავისუფლების ხარისხზე ქვეყანაში, ისე ცალკეული ჟურნალისტისუსაფრთხოებასა და თავისუფალ პროფესიულ საქმიანობაზე.

 

ყოველივე ზემოთქმული საფრთხეს უქმნის მედიაპლურალიზმსა და ამომრჩეველთაინფორმირებულობას შუალედური და მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

 

3.      შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება

 

გარკვეული საფრთხეები გამოიკვეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით.მიმდინარე პერიოდში გამართულ არაერთ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, აქციის მონაწილეთა და მათ მოწინააღმდეგე ჯგუფებს შორის ძალადობრივი დაპირისპირების, სამართალდამცავი ორგანოებისწარმომადგენლების მხრიდან უსაფუძვლო, არაპროპორციული ჩარევისა და აქციის მონაწილეთა მიმართადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების ფაქტებიდაფიქსირდა. ხულიგნობის, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის,თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების მოტივით, აქციის მონაწილეებს გამოხატვისა დამშვიდობიანი შეკრების თავისუფლება შეეზღუდათ, რამაც საქართველოს კონსტიტუციისა დასაერთაშორისო სტანდარტების დარღვევა განაპირობა. სამწუხაროდ, კანონის ამგვარ განმარტებას ხელიშეუწყო სასამართლო გადაწყვეტილებებმაც.

 

4.      სასამართლო

 

სასამართლო სისტემაში, კერძოდ კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლო დროს განვითარებულმამოვლენებმა, ასევე, სხვადასხვა გახმაურებული საქმეების სასამართლოში განხილვის პროცესებმა  და ამ საქმეებთან დაკავშირებით მაღალი თანამდებობის პირების მიერ სასამართლოს მიმართ გაჟღერებულმა მოსაზრებებმა ცხადყო, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა კვლავ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. გარდა ამისა, სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები შეიცავს საფრთხეებს ეფექტური სასამართლო სისტემის უზრუნველყოფისადა  დამოუკიდებლობისათვის.

 

5.      სამართალდამცავი ორგანოები

 

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმის ინიცირებით, სახელმწიფომ გარკვეულინაბიჯების გადადგმა სცადა სისტემის დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალურობის,ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის კუთხით. აღნიშნულ სისტემებში არსებული ძირეულიპრობლემები, რომლებიც ვერ  მოგვარდება გატარებული რეფორმებით, სამართალდამცავ სისტემაზე პოლიტიკური გავლენების შესაძლებლობას ტოვებს, რის ალბათობასაც  კიდევ უფრო ამძაფრებს არსებული ინსტიტუციური პრაქტიკა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ:

 

საქართველოს ხელისუფლებას:

 

·         გადადგას ქმედითი ნაბიჯები აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და უზრუნველყოს თანასწორი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა;

 

 სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებს:

 

·         უზრუნველყონ, როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ასევე, მოახდინონ სათანადო და ერთგვაროვანი მიდგომები დამრღვევთა მიმართ, რათა არ მოხდეს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა და კონფლიქტების შემდგომი ესკალაცია.

 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (IშFED)