სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია პროკურატურას მოუწოდებს, უზრუნველყოს ყოველმხრივი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიება ფილიპე ბაბაიანისა და არტურ ოგანეზიანის საქმეზე

2015-07-03 17:59
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას სასწრაფოდ და მიუკერძოებლად გამოიძიოს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ 2015 წლის 02 ივლისს გავრცელებული ვიდეო მასალა, რომელზეც ასახულია ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი ფილიპე ბაბაიანისა და და არტურ ოგანეზიანის მიმართ.

გავრცელებული ინფორმაციით, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ბრალდება წაყენებული აქვთ მხოლოდ ფილიპე ბაბაიანს და არტურ ოგანეზიანს, ხოლო პოლიციელებს აღნიშნულ საქმეში მინიჭებული აქვთ დაზარალებულის სტატუსი, რაც ქმნის გამოძიების ცალმხრივად და არაობიექტურად მიმდინარეობის შთაბეჭდილებას.
 
სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი ფაქტების ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიების გარეშე დატოვება საფრთხეს შეუქმნის საზოგადოების ნდობას უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოს პოლიტიკას.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოს ყოველმხრივი, ეფექტიანი, ობიექტური გამოძიება, მათ შორის, შესწავლილ იქნეს დანაშაულის ჩადენის შესაძლო სიძულვილის მოტივი ეროვნული ნიშნით.