სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“ - საპილოტე პროექტი ახალგაზრდებისთვის

2015-06-25 10:32
Featured image

ცენტრალური საარჩევნო კომისია იწყებს საპილოტე პროექტს „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“. მიმდინარე წლის 13 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით (10 სამუშაო დღე), 17-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ სასწავლო კურსი და მიიღონ საჭირო ცოდნა საარჩევნო თემებზე.

საარჩევნო განვითარების სკოლების საპილოტე პროექტს ცესკო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) და საარჩევნო სისტემების საერთაშრისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, ევროპის საბჭოსა (CoE) და აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

საარჩევნო განვითარების სკოლებში მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნების მონიტორინგი, არჩევნების ხელმისაწვდომობა და გენდერული თანასწორობა. 

საარჩევნო განვითარების სკოლები 10 საარჩევნო ოლქში - თელავში, სიღნაღში, ახალციხეში, მარნეულში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში და ბათუმში გაიხსნება. ტრენინგებს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები გაუძღვებიან.

კურსის გავლისთვის, საჭიროა შეავსოთ აპლიკაცია (იხ. თანდართული დოკუმენტი) და წარადგინოთ ნებისმიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში, 1-დან 8 ივლისის ჩათვლით. აპლიკაციის წარდგენისას თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები მონაწილეებს დადგენილი წესის მიხედვით შეარჩევენ. 

 

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:  2 51 00 51
 

საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართები, სადაც ჩატარდება ტრენინგები:   

თელავი,  დავითაშვილის ქ. № 2

სიღნაღი, აღმაშენებლის ქ. № 13

ახალციხე, რუსთაველის ქ. №45

მარნეული, რუსთაველის ქ. №69

რუსთავი, ფიროსმანის ქ. №19

გორი, სამების ქ. №1

ქუთაისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №31

ზუგდიდი, კოსტავას ქ. №58

ბათუმი, დ. თავდადებულის ქ. №27

ოზურგეთი, დოლიძის ქ. №1