სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“

2018-03-22 15:43
Featured image
  • დონორი: BFDW-ფონდი „პური მსოფლიოსათვის“

 

  • ძირითადი მიზანი: ხელი შეუწყოს სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვას და მათ გაძლიერებას საქართველოში

 

  • განხორციელების/სამუშაო პერიოდი: 01.01.2018- 31.12.2020

 

  • გეოგრაფიული არეალი: კახეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო, შიდა ქართლი, აჭარა, გურია, მცხეთა-მთიანეთი, თბილისი

 

  • სამიზნე ჯგუფები:

 

  1. 1. სოციალურად დაუცველი მოქალაქეები
  2. 2, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
  3. 3, ეკომიგრანტები
  4. 4, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები
  5. 5. ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლების მაცხოვრებლები
  6. 6. ქალები
  7. 7. დასაქმებულები
  8. 8. არაკვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით დაზარალებული პაციენტები

 

პროექტის ფარგლებში სამიზნე რეგიონებში ორგანიზაცია იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:

- სოციალურ-ეკონომიკური უფლებების მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოში

- ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების უფლებების დაცვა და მყისიერი, ხელშესახები შედეგების მიღწევა სოციალური, ეკონომიკური, კულტურული უფლებების სფეროში, მძლავრი გენდერული განზომილებით

- მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დარღვევების მიმართ მოსახლეობის წინააღმდეგობის გაზრდის მიზნით

- ადგილობრივ დონეზე შემოსავლის მომტანი აქტივობების ხელშეწყობა და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვა სიღარიბით გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევების შესამცირებლად

 

პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების მოსალოდნელი შედეგები:

- მოწყვლადი ჯგუფების უფლებებსა და საჭიროებებზე მორგებული ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტის ფორმირება

- ქართული კანონმდებლობის გაუმჯობესება სოციალურ-ეკონომიკური უფლებრივი მდგომარეობის გაჯანსაღების კუთხით

- ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე უკეთ ინფორმირებული საზოგადოება