სიახლეები
ვიწვევთ რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებს საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საკითხებზე გამართულ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
რომელ ორგანიზაციას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა: რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია ან/და აქვს მუშაობის გამოცდილება ახმეტის, მარნეულის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში; ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია შერჩეული ორგანიზაციიდან მაქსიმუმ 2 წარმომადგენელს.
ტრენინგის ადგილი და თარიღი: ტრენინგი ჩატარდება ონლაინ, ზუმის აპლიკაციის დახმარებით. ტრენინგის ჩატარებისთვის განსაზღვრულია ივნისის თვე, ზუსტი თარიღი გეცნობებათ შერჩევის შემდეგ.
ტრენინგის ხანგრძლივობა: თითოეული ნაკადისთვის 2 დღიანი, დღეში 3 საათიანი ხანგრძლივობით;
ტრენინგის მიზანი: მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას საჯარო მმართველობის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით, გაეცნობიან საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმის ალტერნატიული მონიტორინგის მეთოდოლოგიას და მიიღებენ ინფორმაციას PAR-ის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში ჩართულობის შესაძლო გზების შესახებ.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, საია და IDFI მონაწილეებიდან კონკურსის წესით შეარჩევს 11 ორგანიზაციას და მათთვის გამოყოფს მცირე გრანტებს. რაც მათ საშუალებას მისცემთ შეაფასონ ადგილობრივ დონეზე PAR-ის რეფორმის განხორციელება, ასევე, ყველა ადგილობრივი დაინტერესებული მხარის ჩართულობით გამართული საჯარო განხილვებისა და სამუშაო შეხვედრების საშუალებით, გამოკვეთონ გამოწვევები და შესაძლებლობები.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 ივნისი, 2020.
ტრენინგში მონაწილეობისთვის ორგანიზაციებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები:
ტრენინგზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdN9Vgp596Hlke9rRr7714s5dvBw7OxK_dFi65JH0EsZJ0TGg/viewform
ტრენინგი ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ორგანიზებით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან ერთად (IDFI) პროექტ „საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ფარლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ (EU). დამატებით პროექტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.
საკონტაქტო პირი: სალომე საღარაძე, s.sagaradze@gyla.ge, 597 000 194.
გააზიარე: