სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტრენინგი იურისტების, სისხლის სამართლის ადვოკატებისა და კონსულტანტებისათვის

2008-10-01 20:00
Featured image
27-28 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობით დაბა გუდაურში გაიმართა ორდღიანი ტრენინგი რომელიც, დაეთმო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემატიკას. კერძოდ, “ტრეფიკინგის მსხვერპლსა და იურისტს შორის ურთიერთობის სპეციფიკას”. ტრენინგს უძღვებოდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი და კონულტანტი კრისტინ დადეი.

ტრეინინგში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცაში მომუშავე იურისტები, სისხლის სამართლის ადვოკატები და კონსულტანტები. აგრეთვე, ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა სახელმწიფო ფონდის, მობილური ჯგუფის წევრები.

ტრენინგზე განხილულ იქნა:  ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის მსხვერპლებთან და მოწმეებთან ურთიერთობის სახელმძღვანელო პრინციპები იურიდიული დახმარების მიმწოდებელთათვის, რეკომენდაციები და სახელმძღვანელო პრინციპები ტრეფიკინგის მსხვერპლთა დასახმარებლად, საქმის მენეჯმენტი და რეფერალური სისტემა, მსხვერპლისათვის ინტერვიუს ჩატარების ტექნიკა, ბავშვებთან ინტერვიუს ჩატარების სახელმძღვანელო პრინციპები.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ტრენინგი განხორციელდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით.