სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

თბილისი მარიოტში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის 2007-2008 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

2007-05-13 20:00
Featured image

სამოქმედო გეგმაში ყურადღება გამახვილებულია ტრეფიკინგთან ბრძოლის სამ ძირითად მიმართულებაზე: დანაშაულის პრევენციაზე, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვასა და დანაშაულის სისხლის სამართლებრივ დევნაზე. ამ თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვის საშუალებების გაძლიერება და შესაბამისი დანაშაულებრივი საქმეების გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მთავრობის ურთიერთობების გაღრმავებას სხვა ქვეყნების მთავრობებთან.

2007 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით გამოძიება ცხრა ფაქტზე დაიწყო, ოთხი საქმე სასამართლოში განიხილება, გამამტყუნებელი განაჩენი კი 7 პირის მიმართ არის გამოტანილი.

დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის 2005-2006 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგები, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა.

პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის, გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატისა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.