GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

03 სექტემბერი, 2020

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 31 აგვისტოს განცხადებით, მოქალაქეებს სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ მიმართ 2009 წლიდან სხვადასხვა მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანება ჩამოეწერებათ.[1] ამ სარგებლით დაახლოებით ათასამდე მოქალაქე ისარგებლებს.[2]

ხელისუფლების ინიციატივა შეუმსუბუქოს მოქალაქებს ფინანსური წნეხი მისასალმებელია, თუმცა არჩევნების წინ ამ ნაბიჯის გადადგმა ამომრჩეველთა გულის მოგებაზე გათვლილი მანიპულაციის შთაბეჭდილებას ტოვებს. მინისტრს ამის გაკეთება კენჭისყრის დღის შემდეგაც შეეძლო. აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივის გასაჯაროების დრო, წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების წინა დღეა.[3] ეს კიდევ ერთი მანიპულაციაა. ხელისუფლებამ ამით თავი აარიდა იმ რეგულაციებს, რომელიც მას ამ დროს ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებას უკრძალავს.[4] საიას მიიჩნევს, რომ მოქალაქეების მძიმე სოციალური პირობების საარჩევნო მიზნით გამოყენება მიუღებელია.

 


[1] „თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით მოქალაქეებს გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიმართ სამედიცინო დავალიანება ჩამოეწერებათ“ თავდაცვის სამინსიტროს ოფიციალური ვებგვერდი, 31.08.2020, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/32N6A3p, განახლებულია: 01.09.2020.

[2] იქვე.

[3] საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდება.

[4] საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.

სხვა სიახლეები