სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

შრომითი უფლებების იმპლემენტაციის მონიტორინგი საჯარო სამსახურში

2021-09-13 23:17
Featured image

პროექტის სახელი: შრომითი უფლებების იმპლემენტაციის მონიტორინგი საჯარო სამსახურში

გეოგრაფიული არეალი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 31 მარტი 2021 – 31  მარტი 2022

ბიუჯეტი:  33 600 აშშ დოლარი.

  • ღია საზოგადოების ფონდი
  •  პროექტის მიზანია საჯარო სამსახურში შრომითი უფლებების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ანალიზი და მათი პრაქტიკაში დანერგვის მონიტორინგი. ა) საქართველოს საჯარო სამსახურსა და კერძო სექტორში არსებული შრომითი უფლებების შედარებითი ანალიზი; ბ) საჯარო სამსახურში დადგენილი შრომითი უფლებების გაეროსა და საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის (ILO) მიერ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება; გ) საქართველოს სამინისტროებსა და თბილისის მერიაში შრომითი უფლებების პრაქტიკაში დანერგვის მონიტორინგსა და ანალიზს; დ) სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა მინიმუმ 50 საჯარო მოხელისათვის და სსიპ-ში დასაქმებული პირისათვის, საადვოკატო დახმარება 4-6 საქმეზე, საიდანაც მინიმუმ 1 საქმე იქნება სტრატეგიული.

პროექტის შედეგი: საია მოახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას, რეკომდაციების შემუშავებას და დაადგენს მნიშვნელოვან სასამართლო პრაქტიკას, რომელიც, ხელს შეუწყობს საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვას.