სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სემინარი ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისათვის

2007-06-24 20:00
Featured image

21 და 22 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ პროექტის _ “სოფლის ასოციაციების როლის გაძლიერება საქართველოს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში” _ ფარგლებში ორგანიზებულ იქნა სემინარები თემაზე: არასამეწარმეო იურიდიული პირები (არასამთავრობო ორგანიზაციები და სამელიორაციო ასოციაციები).

21 ივნისს სემინარი ჩატარდა ქვემო-ქართლის ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისათვის, ხოლო 22 ივნისს _ სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენელთათვის.

ორივე სემინარში მონაწილეობა მიიღო ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ასოციაციების 24-მა წარმომადგენელმა. მონაწილეებს გადაეცათ სასემინარო მასალები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: ადგილობრივი თვითმმართველობა, ინფორმაციის თავისუფლება, ადგილობრივი ბიუჯეტი და სხვა.

ქვემო-ქართლის ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენელთათვის სემინარს უძღვებოდა საიას რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი ეკატერინე ფავლენიშვილი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისათვის _ საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი.
30 თვიანი პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, რომელსაც ახორციელებს CARE ავსტრია და CARE საერთაშორისო კავკასიაში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად _ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო ორგანიზაცია Civitas Georgica.