GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

14 ივლისი, 2023

საია სასამართლოში იცავდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში შიდა აუდიტის სამსახურის მონიტორინგისა და შიდა კონტროლის განყოფილების უფროსის ინტერესებს, რომელიც დაწესებულებაში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლდა.

მოსარჩელის მოსაზრებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი იყო ღიად დაფიქსირებული პოზიცია ამავე უწყების ერთ-ერთი თანამშრომლის წინააღმდეგ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებაზე.

მოსარჩელემ სასამართლოში გაასაჩივრა მისი გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანება, მოითხოვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და იგივე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. მოსარჩელე ასევე ითხოვდა დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც ამ დროისთვის არ არის კანონიერ ძალაში შესული, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოთხოვნები. კერძოდ, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება. ამასთან, მოპასუხე უწყებას დაევალა უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამსახურში აღდგენა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატები წარმოადგენდნენ.

სხვა სიახლეები