GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

03 ოქტომბერი, 201712:47

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისი იცავდა დ.მ.-ს ინტერესებს, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და  სამინისტროს კომისიის აქტებით უარი ეთქვა სკოლის დირექტორობის კანდიდატად წარდგენაზე. მიღებული უარი დ.მ.-მ საია-ს დახმარებით სასამართლოში გაასაჩივრა.

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მას კანდიდატად წარდგენაზე უარი დაუსაბუთებლად ეთქვა. სასამართლომ მოპასუხე მხარეს დაავალა ხელახლა იმსჯელოს დ.მ.-ს საკითხზე და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.  

სხვა სიახლეები