GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

12 თებერვალი, 2020

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას ეკისრებოდათ სათანადო ზომების მიღების ვალდებულება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დასაცავად,რომელმაც სიცოცხლე თვითკვლელობით დაასრულა.

ქალს გარდაცვალებამდე სათანადო ორგანოებისთვის 16-ჯერ ჰქონდა დახმარებისთვის მიმართული და სახელმწიფოს უნდა სცოდნოდა, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრებოდა საფრთხე.

სახელმწიფო ორგანოებს გარდაცვლილის დედის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის საქართველოში განსაკუთრებით გავრცელებული და მწვავე პრობლემა, რაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აკისრებს ყოველი შემთხვევა სრულყოფილად და კომპლექსურად შეაფასოს.

ამ საქმეს საია USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.

სხვა სიახლეები