სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მეორედ გახდა ეთიკის კოდექსის ვერცხლის 5 პრინციპის კავალერი ორგანიზაცია

2007-05-06 20:00
Featured image

4-5 მაისს "სამოქალაქო ინიციატივების ცენტრის" ორგანიზებით საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიის" მე-11 პავილიონში საზოგადოებრივი ორგანიზაციების მე-2 გამოფენა-ფორუმი შედგა. გამოფენა-ფორუმში მონაწილეობა 70-ზე მეტმა საქართველოს მასშტაბით არსებულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მიიღო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოწვეულ საზოგადოებას 50 მეტი დასახელების გამოცემა წარუდგინა, მოეწყო საიას მომზადებული სოციალური სარეკლამო კლიპების ჩვენება.

5 მაისს, გამოფენა-ფორუმის მსვლელობის პარალელურად ექსპო-ჯორჯიის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პრეზენტაცია მოაწყო სახელწოდებით: “საიას იურიდიული სწავლების ცენტრი განვითარების გზაჯვარედინზე”, რომელსაც იურიდიული სწავლების ცენტრის დირექტორი თამარ მეტრეველი უძღვებოდა.

გამოფენა-ფორუმის დასასრულს მოეწყო დახურვის ოფიციალური ცერემონია, რომელზეც ეთიკის კოდექსის ვერცხლის 5 პრინციპის კავალერი ორგანიზაციების დაჯილდოვდნენ.

ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მიიღო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. საიას გარდა ღონისძიების ორგანიზატორებმა კიდევ 17 ორგანიზაცია დააჯილდოვეს.


საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსს 2004 წლის 26 სექტემბერს ხელი 100-ზე მეტმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოაწერა. დღევანდელი მონაცემებით საქართველოს მასშტაბით ეთიკის კოდექსს უკვე 116 საზოგადოებრივი ორგანიზაცია აწერს ხელს. ამ ორგანიზაციათა რიცხვში შედის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

ეთიკის კოდექსი წარმოადგენს ნორმებისა და სტანდარტების ერთობლიობას. ეთიკის კოდექსთან მიერთებით, საზოგადოებრივი ორგანიზაცია გამოხატავს კეთილ ნებას, დაიცვას თავისუფლების, ტოლერანტობის, თანასწორობის, მრავალფეროვნების, პლურალიზმის, კეთილგანწყობილი პარტნიორების, ურთიერთაღიარების, პატივისცემის, სამოქალაქო გამბედაობის, ღიაობის, გამჭვირვალობის, პროფესიონალიზმისა და დემოკრატიული მმართველობის პრინციპები.