GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

15 ოქტომბერი, 200820:00
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოუწოდებს უზრუნველყოს “მაუწყებლობის შესახებ” კანონით ლიცენზიის მფლობელთა საქმიანობისა და მესაკუთრეთა გამჭვივარლობა.

საზოგადოებისავის დღემდე უცნობია ვინ არის კონკრეტულად ტელეკომპანიების “მზე”, “რუსთავი 2” და “იმედი” მესაკუთრე და მფლობელი. მართალია, ხელმისაწვდომია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “მზისა” და “რუსთავი 2-ის” დამფუძნებელი არის მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული  კორპორაცია “გეომედია გრუფი”, რომელიც როგორც იურიდიული პირი 2007 წლის 10 იანვრიდან არსებობს, ხოლო  “იმედის” მართვის უფლება გადაცემული აქვს ა.შ.შ.-ში დელავერის შტატში რეგიტრირებული კომპანიას “ნიუს კორპ ევროპა ინქ”-ს, თუმცა საზოგადოებისათვის უცნობია ვინა არიან ამ იურიდიული პირების დამფუძნებლები და მესაკუთრეები, რაც ცალსახად უნდა შეფასდეს მედია მფლობელების გამჭვირვალობის ვალდებულების დარღვევად.

მედიაში დღეს არსებული მდგომაროებიდან გამომდინარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ვინ არის თითოეული მაუწყებლის რეალური მესაკუთრე. წინააღმდეგ შემთხვევაში პლურალისტური მედიის, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტის არსებობაზე, საუბარიც კი შეუძლებელია.  

გთხოვთ იხ. თანდართული წერილი

სხვა სიახლეები