სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ქუთაისის ფილიალში იურისტის თანამდებობაზე (სპეციალიზაცია – სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი)

2013-01-22 06:18
Featured image

ძირითადი მოვალეობებია:

მოქალაქეთათვის კონსულტაციების გაწევა ოფისში და გასვლით კონსულტაციებზე; 
მოქალაქეთათვის  საადვოკატო მომსახურების გაწევა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში;
კანონპროექტებზე და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში; 
საია-ს სახელით გამოსაქვეყნებელი პუბლიკაციების მომზადება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში;
 
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი იურიდიული განათლება
კონკურსანტს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო ან საერთო სპეციალიზაციით
სასურველია პროფესიით მუშაობის გამოცდილება
მოწესრიგებული შრომის დისციპლინა, სამუშაოს დაგეგმვის უნარი
გუნდური მუშაობის გამოცდილება
კომპიუტერთან მუშაობა 
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე;
2. ავტობიოგრაფია (ჩV);
3. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
4. ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი;
5. სამოტივაციო წერილი.
 
 
დოკუმენტები მიიღება 2013 წლის 22 იანვრიდან - 1 თებერვლის 18.00 საათამდე.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
მისამართი: ქ. ქუთაისი, მ. კოსტავას # 11; ტელეფონი  24 65 23
საკონტაქტო პირები: თამარ ფაჩულია /555448890/; 
                                       ხათუნა ტურაბელიძე/599411065/