სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისი იცავდა 2020 წელს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალციხის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს. დასაქმებული სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალციხის სამსახურში 2006 წლიდან მუშაობდა. 2020 წელს რეორგანიზაციის გამო ისე გაათავისუფლეს, რომ არც საშტატო ნუსხა და არც შრომის კოდექსით გათვალისწინებული წერილობითი დასაბუთება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე არ გადასცემია. მოსარჩელე ითხოვდა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
სამივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სამსახურიდან გათავისუფლება არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად - გაბათილდა გათავისუფლების შესახებ ბრძანება, მოხდა თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება. გადაწყვეტილება უკვე აღსრულდა და დასაქმებული აღდგენილია სამსახურში.
გააზიარე: