სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საკონსტიტუციო სასამართლო 10 წლის ვადით არჩეული მოსამართლეების უფლებამოსილების ვადის გაგრძელების კონსტიტუციურობას განიხილავს

2023-04-26 13:29
Featured image

2023 წლის 27 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას საქმეზე „ლაშა ჯანაშია და პაატა დანელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“ ამ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლება, უფლებამოსილების ვადა გაუგრძელოს 10 წლის ვადით პარლამენტის მიერ არჩეულ მოსამართლეებს.

კონსტიტუციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ირჩევს პარლამენტი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკლებული უნდა იყოს შესაძლებლობას, პირს მოსამართლედ მუშაობის გაგრძელების უფლება დართოს, როცა მას უკვე ამოწურული აქვს იმ ლეგიტიმაციის ვადა (10 წელი), რაც მას პარლამენტმა არჩევისას მიანიჭა. გამონაკლისი უნდა იყოს შემთხვევა, როცა პარლამენტი არ ირჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს და უზენაესი სასამართლოში არსებულ მოსამართლეთა რაოდენობა არ არის საკმარისი გადაწყვეტილების მისაღებად, რასაც განსახილველ შემთხვევაში არ ჰქონდა ადგილი.

საიას აზრით, გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლოში იცავს საია.

ამ საქმეს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.