GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

23 ოქტომბერი, 2020

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის, ნათია ზოიძის საქმეზე სახალხო დამცველმა პროკურატურას ზოგადი წინადადებით მიმართა და გამოძიების ეფექტიანად ჩატარებისაკენ მოუწოდა. ჟურნალისტის უფლებებს საია იცავს. 

ნათია ზოიძემ გამოძიების დაწყების მოთხოვნით თავდაპირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს მიმართა და ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ქმედებებში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება მოითხოვა. პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო და მიიჩნია, რომ არ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები. 

საიამ ნათია ზოიძის სახელით ასევე მიმართა სახალხო დამცველს და საკითხის შესწავლა სთხოვა. სახალხო დამცველმა საქმისწარმოების ფარგლებში მოპოვებული მასალების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ ,,სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორიგიორგი კოხრეიძე ახორციელებდა საკუთარი თანამშრომლების შესაძლო დევნას განსხვავებული აზრის, კერძოდ, მათ მიერ მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე ღიად დაფიქსირებული კრიტიკული მოსაზრებებისგამო.“ ამდენად, არსებობდა გამოძიების დაწყების სამართლებრივი საფუძველი. 

სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორს მიმართა წინადადებით, ნათია ზოიძის და კიდევ 2 ჟურნალისტის საქმეზე დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.  

საია მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, უზრუნველყოს აღნიშნულ საქმეზე სახალხო დამცველის წინადადების შესრულება და ნათია ზოიძის საქმეზე ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება. 

 

სხვა სიახლეები