GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

16 აპრილი, 2021

საია იცავდა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თანამშრომელს, რომელიც 2017 წელს ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და მიუღებელი ჰქონდა რამდენიმე თვის თანამდებობრივი სარგო. მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებაზე საკრებულომ მას უარი უთხრა, რამაც სასამართლოსთვის მიმართვის საჭიროება წარმოშვა.

2018 წლის ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და საკრებულოს მისთვის 34 500 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. მოპასუხემ სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში გაასაჩივრა, თუმცა, შედეგი არ შეცვლილა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.

 

 

სხვა სიახლეები