სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას შეფასება 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ

2022-12-10 11:36
Featured image

74 წლის წინ, 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. დეკლარაცია არის გარდამტეხი დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებას, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე.

საია მთელი წლის განმავლობაში აქტიურად აგრძელებდა მუშაობდა ადამიანის უფლებათა დასაცავად, როგორც სამართალწარმოების, ასევე მონიტორინგის, ადვოკატირებისა და საკანონმდებლო პროცესში ჩართულობის გზით. საია ყოველწლიურად აფასებს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას და წარუდგენს მას საზოგადოებას.

2022 წელი ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით კვლავაც გამოწვევებით სავსე იყო და ქვეყანაში გაგრძელდა დემოკრატიული უკუსვლა. ამ წლის უმთავრესი თემა ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად გადმოცემული 12 პირობის შესრულება იყო. ამ დრომდე პრობლემურია ამ პირობებიდან მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულების საკითხი, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე ინსტიტუციური რეფორმების მიმართულებით.

ქვემოთ წარმოდგენილია განცხადების სრული ვერსია, სადაც დეტალურად არის აღწერილიადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც საიამ 2022 წლისგანმავლობაში გამოავლინა.