GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

03 ივლისი, 2023

საია-ს რუსთავის ოფისი იცავდა დაზარალებული ქალის ინტერესებს, რომელიც წლების მანძილზე იყო მეუღლის მხრიდან სისტემატური ძალადობისა (ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, ფიზიკური) და მუქარის მსხვერპლი.

სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე რამდენჯერმე გამოიკითხა დაზარალებული. გამოკითხვისას მსხვერპლმა ქალმა დააფიქსირა, რომ ბრალდებული წლების მანძილზე ძალადობდა მასზე ფსიქოლოგიურად, მუდმივად იყო შეურაცხყოფის, ეკონომიკური ძალადობის, შანტაჟისა და დამცირების მსხვერპლი. ბრალდებული მსხვერპლ ქალს გამუდმებით ამყოფებდა სტრესულ პირობებში, უკონტროლებდა სახლში მისვლის დროს და სოციალურ ქსელს. ასევე, მოძალადის მხრიდან წარსულში ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობის ფაქტსაც, მაგრამ აღნიშნული ძალადობის გამო დაზარალებულს პოლიციისთვის არ მიუმართავს და არც გამოძიების ეტაპზე პირველი გამოკითხვების დროს არ დაუფიქსირებია.

გამოძიების შედეგად მოძალადე კაცს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით) და სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ჩადენილი გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (,,სტამბოლის კონვენცია“) რეკომენდაციაზე მითითებით, დაადგინა განაჩენი, შედეგად, ბრალდებულს განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

სხვა სიახლეები