GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

18 ნოემბერი, 2022

2022 წლის 14 ნოემბერს, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები დაინიცირდა.[1]  კანონპროექტთან დაკავშრებით საიამ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მოსაზრება წარუდგინა.

ორგანიზაცია უარყოფითად აფასებს ცვლილებებს. საიას მოსაზრებით, კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკომისიის, სხვა საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციებს, შემოთავაზებული ცვლილებები ფრაგმენტული ხასიათისაა და არ ემსახურება მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებას. 

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროქტის განმარტებითი ბარათის შესაბამისად იგი ემსახურება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას, იგი სინამდვილეში ქვეყანას აშორებს ევროკავშირის  კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას და წარმოადგენს კიდევ ერთ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას მართლმსაჯულების სისტემის არსებით ცვლილებებთან დაკავშირებით.

მოვუწოდებთ, საპარლამენტო უმრავლესობას, მხედველობაში მიიღოს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციები, გადადგას ქმედითი და რეალური ნაბიჯები სასამართლოს სისტემის გაჯანსაღებისაკენ.

 


[1] საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ, საქართველოს პარლამენტისიურიდიულ საკითხთა კომიტეტი, N41, 08.12.2009

სხვა სიახლეები