სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას კვლევის „ავტომობილით დედამიწის გარშემო“ პრეზენტაცია

2016-07-08 15:49
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2016 წლის 8 ივლისს მედიისათვის კვლევის „ავტომობილით დედამიწის გარშემო“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და აღნიშნულ რეგიონში არსებული თვითმმართველობების მიერ (გარდა ყაზბეგისა)  2015 წლის განმავლობაში სამსახურებრივი მიზნებისათვის მოხმარებული საწვავის რაოდენობის შესახებ. კვლევის შედეგების თანახმად ცნობილი გახდა, რომ:

- 2015 წლის განმავლობაში, სამსახურებრივი მიზნებისათვის - მცხეთა-მთიანეთის სამხარეო-ადმინისტრაციის და აღნიშნულ რეგიონში არსებული თვითმმართველობების მიერ (გარდა ყაზბეგისა)  მოხმარებული საწვავის ოდენობა 264 ტონაზე მეტს შეადგენს;

- არ ხორციელდება სამსახურებრივი მიზნებისათვის გახარჯული საწვავის სათანადო აღრიცხვა. შესაბამისად, მაღალია საწვავის არარაციონალური და პირადი მიზნებისათვის გამოყენების საფრთხე;

- მცხეთა-მთიანების სამხარეო ადმინისტრაციის, ქ. მცხეთის, ასევე დუშეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტების მიერ 2015 წლის განმავლობაში სამსახურებრივი მიზნებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ გახარჯული საწვავის ოდენობა ბევრად დიდია, ვიდრე ეს მათ ბალანსზე რიცხული ავტომობილების მიერ არის გახარჯული 2015 წლის განმავლობაში;

- დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე დუშეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტების გამგებლების და მცხეთა მთიანეთის გუბერნატორის და გუბერნატორის პირველი მოადგილის მიერ, 2015 წლის განმავლობაში ცალ-ცალკე მოხმარებული საწვავით შესაძლებელი ხდება ამ ავტომობილებით დედამიწისათვის შემოვლა. რიგ შემთხვევებში თითქმის ორჯერაც კი.

დეტალური ინფორმაცია პრეზენტაციის სახით ქვემოთ წარმოდგენილ ფაილშია ასახული.